Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ჭიათურის სოფელში, სადაც გზის პრობლემა იყო, ახალი გზა ეწყობა

თარიღი : 15-11-2019, 18:27 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
ჭიათურის მუნიციპალიტეტში ჭიათურა - წინსოფელი - ჭილოვანის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

პროექტის მიხედვით, გათვალისწინებულია საავტომობილო გზის 6 კილომეტრიანი მონაკვეთის მოასფალტება, სანიაღვრე არხების მოწყობა, გზის სრული მონაკვეთის დახაზვა და საგზაო ნიშნების დამონტაჟება.

ჭიათურა-წინსოფელი-ჭილოვანის დამაკავშირებელ გზაზე სამშენებლო სამუშაოებს კომპანია ,,კლასიკ სტროი“ აწარმოებს. პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს.

ამ ეტაპისთვის პირველი ფენა ასფალტი მოწყობილია სოფელ ჭილოვანის მონაკვეთზე, გზის დარჩენილ ნაწილზე კი მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.

სამშენებლო სამუშაოები ჭიათურის მერმა გივი მოდებაძემ და მერის მოადგილე დავით ბიწაძემ ინფრასტრუქტურისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსთან ერთად დაათვალიერეს. ხელისუფლების წარმომადგენლებმა სამუშაოთა მწარმოებლისგან პროექტის მიმდინარეობაზე ინფორმაცია მიიღეს და ამ დრომდე ჩატარებულ სამუშაოებს გაეცნენ.

პროექტის ღირებულება 2 400 000 ლარს შეადგენს. სამუშაოები მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება.
აღსანიშნავია, რომ სოფელ წინსოფელსა და ჭილოვანში ამ დრომდე საავტომობილო გზის პრობლემა არსებობდა, რაც მოსახლეობას გადაადგილების პრობლემას უქმნიდა.


ნანახია: 357-ჯერ

მსგავსი სიახლეები
სოფელ მარელისში 3,5 კილომეტრიანი გზის მშენებლობა ივნისის ბოლოს დასრულდება.

ამინდი