Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'ღამის გვეშინია, არადა ღამის ცხოვრება ძალიან მნიშვნელოვანია,'- რას ფიქრობენ ახალგაზრდები ქუთაისში ქალაქის გამოცოცხლებაზე

თარიღი : 15-11-2019, 16:59 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ქუთაისი უფრო მეტად გამოცოცხლდეს, გახალისდეს, უფრო პოზიტიური გახდეს და სხვადასხვა მიმართულებებით განვითარდეს - იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge აღნიშნულ საკითხებზე ქუთაისელი ახალგაზრდების აზრით დაინტერესდა.

„ქალაქის გამოცოცხლებისთვის ალბათ კარგი იქნება გასართობი სივრცეების შექმნა. მე პირადად, როცა 7-8 საათზე ქალაქში გავდივარ, ჩემი თანატოლები საერთოდ არ არიან. ალბათ მენტალიტეტის პრობლემაცაა, რომ გოგო ასე გვიან ქუჩაში არ უნდა დადიოდეს, თან მგონია, ღამის გვეშინია, არადა ღამის ცხოვრება ძალიან მნიშვნელოვანია. ნებისმიერ შემთხვევაში ქალაქში არ არის ისეთი სივრცე, სადაც შეუძლიათ ახლაგაზრდებს წავიდნენ და გაერთონ.

ძირითადად, მეგობრების წრეში ხან კაფეში, ხან კინოში დავდივარ. მე პირადად ინგლისური ენისა და ლიტერატურის სპეციალობაზე ვსწავლობ და ყოველთვის ვახერხებ იმას, რომ შევიკრობოთ ჩვენი ფაკულტეტის სტუდენტები და ვუყუროთ ფილმებს. თვეში ორჯერ მაინც მივდივართ კინოთეატრში ფილმის ჩვენებაზე. თუმცა, თუ შეღავათები გვექნება ბილეთებზე, უფრო ხშირად ვივლით. ვიცი რომ არსებობს ბოულინგ ცენტრიც, თუმცა რატომღაც არ დავდივართ. ასევე, ორი კლუბი გვაქვს ქალაქში, მაგრამ მე პირადად, არასდროს არ ვყოფივარ. ალბათ იმიტომ, რომ როცა ინფორმაცია შენამდე საკმარისად არ მოდის, არც გაქვს სურვილი სადმე წახვიდე,“- ამბობს მეორე კურსის სტუდენტი მარიამ კუხიანიძე.

„ალბათ მნიშვნელოვანია უფრო მეტი კულტურული ღონისძიებები, თუნდაც კონცერტები ჩატარდეს, სტუდენტები რომ გარეთ გამოვიყვანოთ. ქალაქი წესით საღამოს უნდა
ცოცხლობდეს, მაგრამ დაცარიელებულია. ვფიქრობ, რომ ქუთაისში ბევრი ბენდი არსებობს, რომელსაც აქვს პოტენციალი კარგი კონცერტები ჩაატაროს და გართობის მხრივ წინ წაწიოს ქალაქი. თუმცა ვიტყვი იმასაც, რომ ხალხის სურვილზეც არს დამოკიდებული. შეცდომა იქნება რომ ვთქვათ არაფერი არ კეთდებაო, ბევრი კაფე-ბარია ქალაქში, კლუბიც გვაქვს, კინოთეატრიც, ბოულინგ ცენტრიც, ამდენად ჩვენს სურვილზეც არის დამოკიდებული. მთლად იმას ვერ ვიტყვით, არ გვაქვს არაფერი და ვერ მივდივართო. ვფიქრობ, წამახალისებელი ღონისძიებები დიდ როლს ითამაშებს ხალხის გამოცოცხლებაში,“- ამბობს სტუდენტი მარინა ჟორჟოლიანი.

„კარგი იქნება, ქალაქში უფრო მეტი გასართობი ობიექტები იყოს. თუმდაც მეტი კინოთეატრი, თანაც შეღავათიან ფასებში, სტუდენტებისთვის ხელმისაწვდომი რომ იყოს. ამასთან, ძალიან ნაკლებად არის ქალაქში სავარჯიშო ადგილები, რომ ირბინო. მე მაგალითად წერეთელზე ვცხოვრობ, მინდა ვივარჯიშო, მაგრამ ვერ ვახერხებ,“- აცხადებს პედაგოგიური ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტი თეონა ფირცხალაიშვილი.

„მნიშვნელოვანია, გაკეთდეს უფრო მეტი პარკები ქალაქში. შეიძლება ეს იყოს სპორტული პარკებიც, სადაც იქნება სხვადასხვა გასართობი საშუალებები, რომ უფრო გამოცოცხლდეს ქალაქი. უნდა იყოს კლუბებიც. უნდა ჩატარდეს სხვადასხვა პროექტები, რათა ახალგაზრდობამ გაიღრმავოს ცოდნა. დღეს დღეისობით სამწუხაროდ, ახალგაზრდობა არ არის ისეთი აქტიური როგორც თბილისში და სხვა წამყვან ქალაქებში,“- ამბობს ლევან ჩანქსელიანი.

„პირველ რიგში, აუცილებელია ქალაქში მოწესრიგდეს საგზაო ინფრასტრუქტურა. ასევე, სხვადასხვა ადგილზე უნდა დაიდგას ისეთი ნიშნულები, რაც შეამცირებდა ავარიულ შემთხვევებს. ბევრი რამ კერძო სექტორზეც არის დამოკიდებული, თუმცა როცა ვუყურებთ რომ ქუთაისი იცლება, იკარგება ინტერესიც რომ აქ რაიმე მომგებიანი ბიზნესი გაკეთდეს. ამიტომაც, არ არის ბევრი გასართობი ცენტრი. რაც გვაქვს, იქაც ისეთი ფასებია, ეკონომიკური სტაბილურობის არქონის გამო, ვერ მივდივართ. ამასთან ისეა აწყობილი სისტემა, თუ სტუდენტი იმუშავებს, ვეღარ ისწავლის, თუ ისწავლის, ვეღარ იმუშავებს და შესაბამისად დამოუკიდებლობის ხარისხიც დაბალია,“-ამბობს სტუდენტი გიორგი დავითულიანი.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 396-ჯერ

მსგავსი სიახლეები
მმართველი გუნდის წევრის თქმით, პარლამენტი აუცილებლად დედაქალაქში უნდა იყოს.
საკუთარი გამოცდილებისა და ცხოვრების წესის გათვალისწინებით, ქუთაისელი ახალგაზრდა თანატოლებს აქტიურობისაკენ მოუწოდებს და ურჩევს,
დედაქალაქისგან განსხვავებით, ქუთაისში სტუდენტებისთვის განტვირთვისთვის საჭირო არცთუ ისე ბევრი დაწესებულებაა, თუმცა რასაც ქალაქი

ამინდი