Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'ისედაც დაიცალა მთელი საქართველო, ყველა ემიგრაციაშია და ვინც აქ დარჩა, ასახლებენ. საცოდავ დღეშია ხალხი,'-იპოთეკური სესხებით დაზარალებულები კვლავ მძიმე მდგომარეობაში რჩებიან

თარიღი : 15-11-2019, 13:48 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
საქართველოში იპოთეკური სესხებით დაზარალებულთა რიცხვი დღითიდღე იზრდება. ისინი სახელმწიფოსგან გრძელვადიან და დაბალპროცენტიან იპოთეკურ სესხებს ან რაიმე ისეთი რეგულაციების შექმნას ითხოვენ, რომელიც მათ მდგომარეობას ოდნავ მაინც შეამსუბუქებს. იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით "იპოთეკით დაზარალებულთა ცენტრის" თავმჯდომარეს დარეჯან სულაქველიძეს ესაუბრა. იგი იმ მძიმე პირობებზე საუბრობს, რაშიც ცხოვრება იპოთეკით დაზარალებულებს უწევთ.

"ჯგუფი იყო შექმნილი, რომელსაც იპოთეკით დაზარალებულთა საკითხი უნდა განეხილა, მაგრამ რატომღაც გაჩერდნენ, ვერაფერი ვერ გააკეთეს. ერთადერთი ახლა გახარია თუ თავისი ინიციატივით მისცემს კონკრეტულ ჯგუფს დავალებას, რაიმე რეგულაცია შეიმუშავონ. თუ არა და ძალიან მძიმე დღეში ვართ ხალხი. წინა თვეში ოთხი გამოსახლება გვქონდა, ახლა კიდევ რამდენიმე გამოსახლებაა ჩანიშნული. როცა ხალხს სახლიდან აგდებენ (მით უმეტეს ახლა ზამთრის პირია), სადაა აქ დაცული ან ბავშვთა უფლებები ან მოხუცთა, ზოგადად ადამიანთა უფლებები. ასეთ ქვეყანაში ცხოვრება ძალიან ძნელია. სტრესში ცხოვრობს ხალხი. ყოველდღე იმის შიში რომ გექნება ვაიმე დღეს არ გამომასახლონო, ან როგორ უნდა იცხოვრო ან ავადმყოფობა არ დაგემართება? ისედაც დაიცალა მთელი საქართველო, ყველა ემიგრაციაშია და ვინც აქ დარჩა, ასახლებენ. საცოდავ დღეშია ხალხი. თბილისი კიდევ დიდი ქალაქია და რაღაც გასაქანი მაინცაა, ქუთაისში კი მასიური უმუშევრობაა. ან დამხმარე ფონდი შეიქმნას ან რაიმე ასოციაცია იმისთვის, რომ ხალხი გადარჩეს და ოჯახები არ გამოსახლდნენ,"-აცხადებს დარეჯან სულაქველიძე.

"იპოთეკით დაზარალებულთა ცენტრის" თავმჯდომარე დარეჯან სულაქველიძე Topnews.com.ge-სთან საუბარში აღნიშნავს, რომ ამჟამად ორგანიზაციას განსახილველად ორი ინიციატივა აქვს შეტანილი. ნულოვანი აუქციონის გაუქმება და ნოტარიუსისთვის აღსრულების ფურცლის გაცემის ჩამორთმევა.

"ამჟამად ორი ინიციატივა გვაქვს შეტანილი. ერთია ნულოვანი აუქციონის გაუქმება. აღნიშნული საკონსტიტუციო სასამართლომ გააუქმა, მაგრამ თეა წულუკიანმა, რომელიც რატომღაც კრიჭაში უდგას მის ქვეყანას, მხოლოდ 5%_ზე აიყვანა ეს ნულოვანი აუქციონი, ჩვენ კი 30%_ს მაინც ვითხოვდით, რადგან 100 000 დოლარიან სახლს რომ 10 000 დოლარად უყიდი, იქიდან რამე არ უნდა დარჩეს დაზარალებულს? ან ქირით რომ შევიდეს სადმე ან დაიგირაოს, ელემენტარული რამე რომ გააკეთოს. მეორე ინიციატივაა ჩამოერთვას ნოტარიუსს აღსრულების ფურცლის გაცემა. ესენი ჩვენი იურისტის ნანა ქადაგიშვილის ინიციატივებია. იურიდიულმა კომიტეტმა განიხილა, მაგრამ რაღაც შენიშვნები მოგვცა და გადავადება მოხდა. უფრო სწორად, წარმოდგენა არ აქვთ რა და როგორ ხდება. ამას წინათ, განხილვაზე ახალგაზრდა გოგონამ ილაპარაკა, სახელმწიფო არ უნდა ჩაერიოს მსესხებელსა და გამსესხებელს შორისო. ატყდა მერე ერთი ამბავი. როგორ არ უნდა ჩაერიოს? სახელმწიფო არ უნდა იყოს მარეგულირებელი იმისთვის, რომ ქვეყანაში არ მოხდეს ასეთი რაღაცები?

მალე შეხვედრა გვექნება იმერეთის გუბერნატორთან. 4 წყალტუბოელი მყავს ჩაწერილი, იპოთეკით დაზარალებული. როგორც იცით, ივანიშვილმა წყალტუბოში წამოიწყო ინიციატივა, ასე ვიზამ და იმას გავაკეთებო. ამასთან, წყალტუბოს ქვედა ზონაში ვიცი, რომ იპოთეკით დაზარალებულთა სია გააკეთეს. ამდენად, მაინტერესებს რა შეუძლია გააკეთოს გუბერნიამ, რა ინიციატივები აქვთ, სად შეუძლიათ ჩასვან ეს გაჭირვებული ხალხი, რომ რამე ეშველოთ და არ გამოსახლდნენ. ველოდებით შეხვედრას,"-ამბობს სულაქველიძე.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 344-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისში იპოთეკით დაზარალებულები გამოსახლების პროცესის შეჩერებას მოითხოვენ.
ქუთაისში, პარლამენტის შენობასთან იპოთეკური სესხებით დაზარალებულები საპროტესტო აქციას მართავენ.
იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ იპოთეკით დაზარალებულთა თემა მათთვის ცნობილია
ქუთაისში მცხოვრები კუხიანიძეების 4-სულიანი ოჯახი წლებია სამართლის პოვნას უშედეგოდ ცდილობს.
ქუთაისში, იპოთეკური სესხებით დაზარალებული მოქალაქეები ხელისუფლების მხრიდან უყურადღებობაზე საუბრობენ.
ოჯახში ბებია და ცერემბლარული დამბლით დაავადებული შვილიშვილი ცხოვრობს.

ამინდი