Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"ივანიშვილი მიიღებს პასუხს როგორც ქართველი ხალხისგან, რომელიც პირველ რიგში მოატყუა, ასევე პოლიტიკური სპექტრისგან, რომელიც მოატყუა და დასავლელი პარტინიორებისგანაც, რომლებიც ასევე გადაადგო"

თარიღი : 14-11-2019, 15:34 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა, მთავარი თემა   
topnews.com.ge
პარლამენტმა საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით კონტიტუციურ კანონში ცვლილებები პირველი მოსმენით ჩააგდო. პლენარულ სხდომაზე რეგისტრაცია 141-მა დეპუტატმა გაიარა. პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას პირველი მოსმენით 101-მა დეპუტატმა, მათ შორის ოპოზიციონერმა დეპუტატებმა დაუჭირეს მხარი. წინააღმდეგ კი 3 დეპუტატი წავიდა, თუმცა კვორუმი 113 ხმა იყო, რის გამოც კანონპროექტი ჩავარდა.

პროპორციული სისტემაზე გადასვლის შესახებ კანონპროექტის ჩაგდებას პოლიტიკური პარტიების ქუთაისის ორგანიზაციის წარმომადგენლები აფასებენ და ისინი საპროტესტო აქციებს აანონსებენ.

„ეს არის ივანიშვილის მორიგი მოტყუება. მან კიდევ ერთხელ გადააგდო ქართველი ხალხი, როგორც ამას აკეთებს უკვე დიდი ხანია. 2012 წლის შემდეგ ჩვენ მიჩვეულები ვართ, რომ ყველაფერს უკუღმა აკეთებს. ეს მაჟორიტარების მონები, ამდენი ხნის განმავლობაში ხმასაც ვერ იღებდნენ და ვინ დაიჯერებს ახლა, რომ დიმიტრი ხუნჯაძე, კობა ლურსმანაშვილი და ვიღაც ბერაია არიან ლიდერები და ამ გადაწვეტილებებს ივანიშვილი არ იღებს. ეს არის კრიზისი, რომელიც საბოლოო ჯამში, ასე არ დამთავრდება. ივანიშვილი მიიღებს პასუხს როგორც ქართველი ხალხისგან, რომელიც პირველ რიგში მოატყუა და ასევე პოლიტიკური სპექტრისგან, რომელიც ასევე მოატყუა და დასავლელი პარტინიორებისგანაც, რომლებიც ასევე გადაადგო. მან რუსეთის და პუტინის გარდა ფაქტობრივად გადაადგო ყველა. ამ პასუხებს მალე იხილავს ბიძინა ივანიშვილი და მისი კორუმპირებული, გახრწნილი მხარდამჭერი უმრავლესობა,“- ამბობს ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე გიგა შუშანია.

„ევროპული საქართველოს“ პოზიცია იცით რომ, ყოველთვის დაბალანსებული იყო. ჩვენ მშვიდობიანი არჩევნების გზით ვგეგმავდით ხელისუფლების შეცვლას და სხვა პარტიებსაც ამას მოვუწოდებდით. დღევანდელი გადაწყვეტილებით ბიძინა ივანიშვილმა ახალი რეალობა შემოიტანა ქართულ პოლიტიკაში. ფაქტობრივად კონსოლიდაცია მოახდინა ყველა დანარჩენი პოლიტიკური სპექტრის, სხვადასხვა გემოვნებების, სხვადასხვა მიმართულებების პოლიტიკური პარტიებისა და მათი ლიდერების. ამ პარტიებს შორის კონსულტაციები აუცილებლად გაგრძელდება, რაშიდაც „ევროპული საქართველოც“ მიიღებს მონაწილეობას. ეს რეალობა დააყენა დღეს ბიძინა ივანიშვილმა, რომ ნებისმიერი სცენარით შეიძლება განვითარდეს პოლიტიკური პროცესები, მათ შორის არ გამოვრიცხავ არც რადიკალურ რევოლუციურ სცენარს. აქ მთავარი დამკვეთი იქნება ქართული საზოგადოება და არა პოლიტიკური პარტია იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილის ეს დაპირება არ იყო გაცემული კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიებზე, (თუმცა ჩვენ რა თქმა უნდა ვეთანხმებოდით პროპორციულ არჩვენებს), მან ამით პირველ რიგში, გადააგდო საზოგადოება, რასაც ქართველი ხალხი არ აპატიებს. ამასთან, საერთაშორისო ასპარეზზე თავისმომჭრელი არის ეს ყველაფერი,“- აცხადებს „ევროპული საქართველოს“ ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარე დავით გოგისვანიძე.

„ასეთი ცუდი რამ ქვეყნისთვის, დამპყრობელსაც კი არ გაუკეთებია. ეს არის ქვეყნის გნწირვა საშიშროებისთვის. ეს ქვეყანა ახალი მიტინგებისთვის, ახალი აქციებისთვის, ახალი კრიზისისთვის, არანაირად არ არის მზად. ხელისუფლება არ გვყავს ისეთი, კრიზისის განმუხტვის ხერხები რომ იცოდეს. არაფერი ამათ არ იციან, ძალით შეიყვანეს ქვეყანა კრიზისში, პოლიტიკურ, ეკონომიკურ, დემოგრაფიულ, ეკოლოგიურ, ფინანსურ, ინფლაციურ, რა ვიცი, თუ რამე კრიზისი არსებობს დედამიწაზე, ყველანაირშია ქვეყანა ჩაძირული. მჯერა რომ ამას ეს ქვეყანა გადაიტანს, მაგრამ დაუჯდება ძალიან ძვირი, ამიტომ ის ადამიანები, ვინც ამას ხელი შეუწყო, ასეთ დღეში ჩააგდო საზოგადოება, არიან საქართველოს მტრები,“- ამბობს პარტია „თავისუფალი საქართველოს“ თანათავმჯდომარე გოგი წულაია.

„ივანიშვილმა ამ გადაწყვეტილებით მოუკლა ქვეყანას უკანასკნელი პერსპექტივა, რომ გადასულიყო საქართველო განვითარების ახალ ეტაპზე, მიგვეღო მრავალპარტიული დემოკრატია და რეალურად ახალი პოლიტიკური კულტურა, სადაც საკითხები გადაწყდებოდა მაგიდასთან და ქუჩის პოლიტიკა დამთავრდებოდა. ივანიშვილმა კი საწინააღმდეგო გზა აირჩია, თავის ცრუ დაპირებებს ყველაზე დიდი სიცრუე მიამატა. მისგან ეს მოსალოდნელი იყო. მან მარტო პოლიტიკური სპექტრი და პოლიტიკურად ანგაჟირებული ადამიანები კი არა, მთელი ქვეყანა გადააგდო, განვითარების პერსპექტივა მოუსპო და ერთადერთი გზა ახლა რჩება სომხეთის ანალოგის. რამდენიმე წლის წინ მათმა მეთაურმა, პრეზდენტმა ასეთი დიდი ტყუილი „აჭამა“ ხალხს და შემდეგ გამოვიდა მთელი სომხეთი და მშვიდობიანი საპროტესტო აქციების ფონზე იძულებული გახდა წასულიყო ხელისუფლებიდან. სხვა შანსი არაა, მასიური საპროტესტო აქციები უნდა დაიწყოს ქვეყანაში,“- აცხადებს „ლეიბორისტული პარტიის“ ქუთაისის ორგანიზაციის წარმომადგენელი ირაკლი კიკვაძე.

შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო უმრავლესობის 93 დეპუტატის მიერ შემუშავებული კანონპროექტი კონსტიტუციაში ცვლილებებს ითვალისწინებდა, რომლის მიხედვითაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული საარჩევნო სისტემითა და ნულოვანი ბარიერით უნდა ჩატარებულიყო.


ნანახია: 559-ჯერ

მსგავსი სიახლეები
დეპუტატმა ჟურნალისტებთან საუბარში ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები შეაფასა.