Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

საქართველოში შესაძლოა 'სამშობლოს დღე'-კიდევ ერთი უქმე დღე დაწესდეს

თარიღი : 14-11-2019, 13:21 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
საქართველოში უქმე დღეების რაოდენობა შესაძლოა, გაიზარდოს -აღნიშნული ცვლილება „შრომის კოდექსში“ იგეგმება.

კანონპროექტი ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე პარლამენტის წევრმა ალექსანდრე ქანთარიამ წარადგინა.

შრომის კოდექსში შესატანი ცვლილებები 14 მაისის, თამარ მეფის ხსენების დღის - სამშობლოს დღედ გამოცხადებას ითვალისწინებს.

როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, ეს დღე მნიშვნელოვანი პოლიტიკური დატვირთვის მატარებელი იქნება და ყოველ წელს, 14 მაისს საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში სახალხო დღესასწაული განსაკუთრებულად აღინიშნება. კანონპროექტის თანახმად, შრომის კოდექსის დადგენილ უქმე დღეების ჩამონათვალს დაემატება - 14 - მაისი ,,სამშობლოს დღე“.

ამასთან, კანონპროექტის ავტორმა მის მიერ მომზადებულ პროექტში ცვლილების შეტანის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პროექტის პირვანდელ ვერსიაში იგი 8 მარტის - ქალთა საერთაშორისო დღის შრომის კოდექსიდან ამოღებას ითხოვდა, თუმცა გარკვეული კონსულტაციების შემდეგ, ავტორმა მისი ეს მოთხოვნა გააუქმა.

კომიტეტის თავმჯდომარის, აკაკი ზოიძის შეფასებით, კანონპროექტის ავტორის ეს ბოლო გადაწყვეტილება პროექტის მიმართ მოსაზრებებს შეცვლის. კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, საკითხის პირველად განხილვებისას სხვადასხვა კომიტეტში 8 მარტის ამოღების გამო კანონპროექტის მხარდაჭერის მსურველები ნაკლებად იყვნენ, ეს ბოლო ცვლილება კი დამატებით კონსულტაციებს და მსჯელობას საჭიროებს.

კომიტეტის წევრებმა წარმოდგენილი ცვლილების გათვალისწინებით კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე გატანას მხარი დაუჭირეს.

bpn.ge


ნანახია: 234-ჯერ

მსგავსი სიახლეები
კანონპროექტის მიხედვით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს ადგენს და საქმეებს იხილავს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს
„მოძრაობის დამრღვევი“ ძროხის პატრონი 10 ლარით დაჯარიმდება თუ ძროხები მათთვის დაწესებულ მოძრაობის წესებს დაარღვევენ, ამისთვის მათი
დამსაქმებლის მიერ საქართველოს შრომის კანონმდებლობით გათვალისწინებული არასრულწლოვანთა უფლებების დარღვევისთვის, კანონპროექტში
ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინულ ინტერნეტ პორტალზე Bird in Flight დაყრდნობით, 'ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი'
ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა.
ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებულ კანონპროექტშია აღნიშნული. ამასთან, პროექტში საუბარია, რომ უნდა მოხდეს

ამინდი