Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'სტუდენტები გენდერული ბიუჯეტისთვის,'-ქუთაისში გენდერული თანასწორობის საბჭო სტუდენტების იდეებს ითხოვს

თარიღი : 13-11-2019, 18:18 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
ქუთაისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭომ წევრ ორგანიზაციებსა და საჯარო უწყებებთან თანამშრომლობით პროექტის- “სტუდენტები გენდერული ბიუჯეტისთვის“ განხორციელება დაიწყო. პროექტი მიზნად ისახავს ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტში გენდერული თანასწორობის ასპექტების გაძლიერებას და ბიუჯეტირების პროცესში ახალგაზრდების ჩართვას.

პირველ ეტაპზე მოხდება ახალგაზრდების გადამზადება ადგილობრივი თვითმმართველობის არსისა და კომპეტენციების; გენდერის, გენდერული მეინსტრიმინგისა და სოციოლოგიური კვლევების პრაქტიკის მიმართულებით. სტუდენტები დაესწრებიან სემინარებსა და ტრენინგებს. მეორე ეტაპზე კი, გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები და პროექტის მონაწილეები ორგანიზებას გაუწევენ ადმინისტრაციულ ერთეულებში ფოკუს-ჯგუფის ტიპის შეხვედრებს და ერთობლივად განახორციელებენ კვლევების შედეგების ანალიზს.

„პროექტი ორ მიზანს ემსახურება. ეს არის ბიუჯეტირების პროცესში ახალგაზრდების ჩართვა (ამ შემთხვევაში ჩვენთან წარმოდგენილი არიან აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები) და მეორე-გენდერული ასპექტების გაძლიერება,გამყარება, გენდერული საჭიროებების მეტად წარმოჩენა ქალაქის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში, ქალაქის ბიუჯეტში. მოგეხსენებათ, ეხლა მიმდინარეობს ბიუჯეტის პროექტზე მუშაობა და ჩვენ გვსურს, ამ პროცესში გენდერული თანასწორობის საბჭო წარსდგეს საკუთარი რეკომენდაციებით. ამიტომ ჩვენ დავაორგანიზეთ პროექტი „სტუდენტები გენდერული ბიუჯეტისთვის“, რომლის მონაწილეებიც პირველ ეტაპზე გაივლიან სასწავლო კურს, ტრენინგებს, მეორე ეტაპზე კი ქალაქის 12 ადმინისტრაციულ ერთეულში, საბჭოს წევრებთან ერთად ისინი ორგანიზებას გაუწევენ ფოკუს-ჯგუფის ტიპის კვლევის ჩატარებას. ამ კვლევითი საქმიანობის დასრულების შემდეგ , ჩვენ შედეგებს ანალიზს გავუკეტებთ და მათ საფუძველზე საბიუჯეტო წინადადებებს შევიმუშავებთ და წარვადგენთ საკრებულში,“ - აცხადებს ქუთაისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს მდივანი ანა შალიკიანი.

„ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის ამ პროექტში მონაწილეობა, რადგან როგორც სტუდენტი, მეც ვფიქრობ ჩემი მშობლიური ქალაქის განვითარებაზე. მიხარია, რომ საკმაოდ მჭიდრო ურთიერთობა გვაქვს ქუთაისის მერიასთან ბიუჯეტის დაგეგმარების პროცესში. ამგვარი პროექტები ხელს უწყობს ქალაქის ეკონომიკურ, კულტურულ განვითარებას. ამდენად, ჩვენი, სტუდენტების ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ ვართ ამ ქალაქის მომავალი და ჩვენ უნდა ვუზრუნველყოთ ის რომ უკეთეს გარემოში ვიცხოვროთ,“- ამბობს სტუდენტი მარიამ კუხიანიძე.

ცნობისთვის, პროექტი ორთვიანია და დეკემბერში დასრულდება. კვლევებში დაფიქსირებული საჭიროებების საფუძველზე გენდერული თანასწორობის საბჭო და პროექტის მონაწილეები შეიმუშავებენ საბიუჯეტო ინიციატივებს და რეკომენდაციებს.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 586-ჯერ

მსგავსი სიახლეები
გენდერული თანასწორობის საბჭომ 2018 წლის სამოქმედო გეგმის საბოლოო ვერსიაზე იმუშავა.
ვანის მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმა უახლოეს თვეებში დამტკიცდება.
პრეზენტაციას ვანის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.
ინიციატივები ეხება მრავალშვილიანი ოჯახების ბავშვებისთვის სამედიცინო კვლევების უზრუნველყოფას, ასევე ქალაქში მორიგე ბაღის
საბჭოს მიზანია კამპანიის ფარგლებში მოხდეს საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება. კერძოდ კი ახალგარზდებში გაიზარდოს ინფორმაციის დონე

ამინდი