Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'მერია მაქსიმუმს აკეთებს, რომ წელს ქუთაისელებს გამორჩეული ახალი წელი ჰქონდეთ,'-როგორ ახალ წელს ჰპირდება ქუთაისის მერია ქუთაისელებს

თარიღი : 13-11-2019, 17:49 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქალაქის მერია მიმდინარე წელს ქუთაისელებს გამორჩეულ და ფერად  ახალ წელს ჰპირდება. ქალაქის საახალწლო დიზაინზე ზრუნვა მაგდა კუპატაშვილმა ჯერ კიდევ მაისის თვიდან დაიწყო. როგორც დიზაინერი იმერეთის მთავარ საიფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge-სთან საუბარში აღნიშნავს, ივნისში საახალწლო ექსკიზები უკვე მზად ჰქონდა. მისივე თქმით, სურდათ ლოკაცია შეეცვალათ და თვითონ ფანტანი გადაექციათ ნაძვის ხედ, თუმცა დაზიანების შეეშინდათ, ამიტომ ისევ ძველი ნაძვის ხის განახლებასა და გალამაზებაზე იზრუნეს.

„საახალწლო სამზადისი ჩვენ გაზაფხულის მიწურულს, 2 მაისის შემდეგ დავიწყეთ. ივნისში უკვე ესკიზები მზად გვქონდა. საკმაოდ ოპერატიულად დავიწყეთ მზადება, გვინდოდა ადრევე შეგვექმნა მოქალაქეებისთვის საახალწლო განწყობა. ძალიან ბევრი ვიმუშავეთ. ვიტყვი იმასაც, რომ ფანტაზიებს შეიძლება საზღვარი არ ჰქონდეს, თუმცა ბოლოს მაინც ყველაფერი ბიუჯეტამდე მიდის. მერია მაქსიმუმს აკეთებს, რომ წელს ქუთაისელებს გამორჩეული ახალი წელი ჰქონდეთ. ამდენად, ჩემი შეთავაზებული ესკიზების 80% განხორციელდება.

ნაძვის ხის ლოკაცია არ იცვლება. ვფიქრობდით იმაზეც (ესკიზიც გვქონდა), რომ თვითონ ფანტანი გადაგვექცია ნაძვის ხედ. ანუ, 17 მეტრ სიმაღლეზე გვინდოდა აგვეყვანა, შუიდან ამოვიდოდა ეს ღერძი, საიდანაც წამოვიდოდა თბილი განათების სხივები, ე.წ სტრინგები. ამ სხივებიდან გამოანათებდა ოქროსფერი სკულპტურები დიოდური განათებით. ძალიან საინტერესო იქნებოდა, გაცოცხლდებოდა ჩვენი ფანტანი  და ლოკაციის შეცვლის კუთხითაც სიახლე გვექნებოდა, მაგრამ დაზიანების შეგვეშინდა. უამრავი სპეციალისტი მოიწვიეს, ვიმსჯელეთ, მაგრამ მაინც ვერ გავრისკეთ, რადგან გახვრეტა და რკინის კონსტრუქციების დამაგრება იყო საჭირო, ამიტომ მოვერიდეთ და მივუბრუნდით ისევ ძველ ნაძვის ხეს,"-ამბობს მაგდა კუპატაშვილი.

დიზაინერის თქმით, ძველი ნაძვის ხის კონსტრუქცია აბსოლუტურად განახლდება, დაემატება ახალი სათამაშოები და კიდევ უფრო გამრავალფეროვნდება. ქალაქის ცენტრი კი ახალი კონსტრუქციებით განათდება.

"ძველი ნაძვის ხის კონსტრუქცია აბსოლუტურად განახლდა.  შევიძინეთ ახალი წიწვები და ტოტები. რკინის კონსტრუქცია შეიღება. სათამაშოები დაემატება და ნაძვის ხეს შეავსებს. ჩათვალეთ რომ ახალი ნაძვის ხე დგება. საკმაოდ ფერადი იქნება, უხდება კიდეც ნაძვის ხეს სიჭრელე. ამ შემთხვევაში უფრო ფორმაზე გადავიტანეთ ყურადღება. მასალები უკვე შეძენილი გვაქვს.

რაც შეეხება გარე განათებებს,  ძველი კონსტრუქციები გარე უბნებში გადაინაცვლებს, ცენტრი კი ახალი კონსტრუქციებით განათდება, ეს იქნება რუსთაველზე, მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე, ფალიაშვილის, წმინდა ნინოსა და ცისფერყანწელების ქუჩებზე. ბოლო დროს ქალაქში, რამდენიმე ქუჩაზე დეკორატიული განათების ანძები გაკეთდა, ამიტომ გვინდა საახალწლო კონსტრუქციები განათების ანძებზე მივამაგროთ. ზოგი ჭაღის ფორმის იქნება. პუშკინის ქუჩა განათდება ძალიან ლამაზად, ისეთი შთაბეჭდილება შეგვექმნება თითქოს უზარმაზარი ჰაეროვანი ბურთი ჩამოფრინდა. ვეცადეთ თბილი განათება შემოგვეტანა, რადგან თვალისთვის სასიამოვნოდ აღიქმება. განათდება ხეებიც გაცლებით უფრო ხშირი განათებით, ვიდრე წინა წელს იყო,"-აცხადებს დიზაინერი.

არსებული გეგმით, ქუთაისი 15-20 დეკემბრამდე საახალწლო აქსესუარებით მთლიანად განათდება.


ნანახია: 1107-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქალაქის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის მალხაზ ბასილაძის თქმით, ქალაქს მიმდინარე წელს ახალი ნაძვის ხე არ ექნება.
ქალაქის საახალწლო მორთულობისთვის 78 000 ლარი იხარჯება.
საახალწლო ნაძვის ხეს მომავალ კვირაში გააწყობენ.

ამინდი