Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'როგორც იტყვიან, აჰა ბურთი და მოედანი-დანარჩენი თქვენზეა,'-ლადო ჯურხაძემ ხონის მეორე სკოლაში რეაბილიტირებული სპორტდარბაზი გახსნა

თარიღი : 12-11-2019, 18:26 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
ხონის მეორე საჯარო სკოლაში ახლადრეაბილიტირებული სპორტ დარბაზი საზეიმო ვითარებაში ხონის მუნიციპალიტეტის მერმა ლადო ჯურხაძემ და სკოლის დირექტორმა ნუნუ ანდრიაძემ მოსწავლეებთან ერთად გახსნეს.

ასევე, ღონისძიებას ესწრებოდნენ ხონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე მანანა გოფოძე და განათლების რესურსცენტრის ხელმძღვანელი ხათუნა ქობალია.

ათეული წლების შემდეგ დარბაზს სრული რეაბილიტაცია მიმდინარე წელს ჩაუტარდა. შეიღება კედლები, ჭერი, იატაკი, გამოიცვალა კარ-ფანჯარა, დამონტაჟდა სპორტული ინფრასტრუქტურა.

"გილოცავთ ახალ ინფრასტრუქტურას, სათანადოდ კეთილმოწყობილ სპორტდარბაზს და გარემოს, რომელიც საშუალებას მისცემს თითოეულ მოსწავლეს ისწავლოს ჯანსაღი ცხოვრების წესი, ჩაერთოს სპორტულ აქტივობებში და ამ მიმართულებითაც მოიპოვოს წარმატებები. როგორც იტყვიან, აჰა, ბურთი და მოედანი-დანარჩენი თქვენზეა,"-განაცხადა ლადო ჯურხაძემ.

ღონისძიების დასასრულს, სპორტდარბაზში სკოლის კურსდათავრებულთა მონაწილეობით კალათბურთში სიმბბოლური მატჩი გაიმართა, რომელშიც მუნიციპალიტეტის მერიც ჩაერთო.


ნანახია: 390-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი