Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'მე ავუგებ წესს, თუნდაც ჯვრის დადება მომიწიოს,'- სასულიერო პირი სამტრედიაში, წესის აგების გარეშე დაკრძალულ ახალგაზრდაზე

თარიღი : 12-11-2019, 18:14 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
მამა ნექტარიოს მჭედლიძე აცხადებს, რომ მზად არის, 24 წლის სამტრედიელ ბიჭს წესი აუგოს. 24 წლის ახალგაზრდა დღეს, წესის აგების გარეშე დაკრძალეს.

“მე აუგებ წეს და რატომ!

2005 წელს ამერიკაში გარდამეცვალა ძმა (ღვიძლი არა, მაგრამ ჩემი ყველაფერი იყო) 23 წლის შოთიკო რომ ჩამოვასვენეთ, წეს არ უგებდენ ეს იყო ისეთი დარტყმა, ყველაფერი გაცოცხლდა. დღეს ვიცი რასაც გრძნობს ეს ოჯახი სამტრედიაში ვიცი რაცაა ეს ყველაფერი. მე ავუგებ წესს, თუნდაც ჯვრის დადება მომიწიოს ტრაპეზე.მე არ ვარ საქართველოს ეკლესის იურისდიქციაში, თუმცა მისი ოჯახის ნებისამებრ ავიღებ ჩემს თავზე და ავუგებ წესს. დღეს ჩემთვის 2005 წლის 16 თებერვალია ის ტკივილია. ე.წ. “გირჩი ” არა რელიგიური ორგანიზაცია, პოლიტიკური პარტიაა. ჩემო ძმებო გადით მაგათი მახინჯი პოლიტიკიდან. ხომ ხედავთ მათმა ე.წ. ვითომ ჰუმანურობამდე ამ ბიჭის ოჯახი სადამდე მიყვანა,"- წერს მამაო.

სამტრედიაში 24 წლის ახალგაზრდას წესი არც ერთმა მღვდელმა არ აუგო. მოტივი გარდაცვლილის ე.წ. “ბიბლიური თავისუფლების” წევრობა გახდა.

საუბარია პარტია “გირჩის” მიერ დაფუძნებულ რელიგიურ ორგანიზაციაზე, რომელიც მღვდელმსახურის მოწმობას ნებისმიერ მსურველზე გასცემს. ამ გზით ახალგაზრდები სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან თავისუფლდებიან.

მართალია "გირჩმა” ავარიაში დაღუპული შაკო ბარამიძის მოწმობა გააუქმა, რომ დაკრძალვასთან დაკავშირებით პრობლემები არ შექმნილიყო, თუმცა მართლმადიდებლური წესით დაკრძალვის უფლება სამღვდელოებამ 24 წლის ბიჭის ოჯახს მაინც არ მისცა.


ნანახია: 455-ჯერ

მსგავსი სიახლეები
პოლიტიკური ცენტრის ქუთაისის ოფისმა გუშინ და დღეს, 'ბიბლიური თავისუფლების' სერთიფიკატები 5 ადამიანზე გასცა.
პოლიტიკური ორგანიზაცია ქვეყნის მასშტაბით კვლავ განაგძრობს ოფისების გახსნას.
ქუთაისის #2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გარდაცვლილი პატიმრის გოგა ძველაიას ოჯახს პატრიარქმა მიცვალებულისათვის წესის აგების

ამინდი