Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის მერი: ვაგრძელებთ მოედნების რეაბილიტაციას

თარიღი : 12-11-2019, 17:21 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
ქუთაისში, წერეთლის ქუჩაზე, მარტივი ტიპის სპორტული მოედნის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. მოედანი სრულიად ახალი, თანამედროვე ტექნიკით აღიჭურვება. დამონტაჟდება ფეხბურთის, კალათბურთის და ფრენბურთის ბადეები. ინფორმაციას ამის შესახებ ქალაქის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

პრესსამსახურის ცნობით, სამუშაოებს, რომლის ღირებულება 42 ათასი ლარია, ტენდერში გამარჯვებული შპს "თეგიკა უნივერსალი" ასრულებს. მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაო პროცესს ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია, მერის მოადგილეები დავით ერემეიშვილი და იუზა უგულავა, ასევე, საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ელეონორა არჩაია გაეცვნენ.

"ჩვენ ვაგრძელებთ მოედნების რეაბილიტაციას. წელს, ქალაქის მასშტაბით, 12 მოედანი მოეწყობა, რომლის საერთო ღირებულება 750 000 ლარს აჭარბებს. რამდენიმეს აღვადგენთ, ნაწილი კი სრულიად ახალი ინფრასტრუქტურით მოეწყობა,"-განაცხადა ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ.

ტენდერში გამარჯვებული კომპანიები 12-ვე მოედნის მოწყობას დეკემბრის ბოლომდე დაასრულებენ.

NS


ნანახია: 397-ჯერ

მსგავსი სიახლეები
2015 წელს კი 12 მარტივი ტიპის მოედნის რეაბილიტაცია 260 000 ლარი დაჯდა.
სამუშაოებს ზედამხედველობას ქუთაისის მერიის საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების სამსახური უწევს.
ქუთაისში თორმეტ ადმინისტრაციულ ერთეულში მარტივი ტიპის სპორტული მოედანი მოეწყო.

ამინდი