ზესტაფონის ფეროშენადნობ ქარხანაში ორი მუშა დაშავდა
თარიღი : 7-03-2014, 13:29 | კატეგორია: ახალი ამბები

ჭიათურაში გაფიცულ მაღაროელებს სოლიდარობა ზესტაფონის ფერაოშენადნობთა ქარხანაში დასაქმებულებმა დღეს აქციით გამოუცხადეს.
საწარმოში შესვენების დროს, ფეროს მიმდებარე ტერიტორიაზე მაგისტრალზე, ქარხნის თანამშრომლებმა მაღაროელთა სოლიდარობის გარდა, საკუთარი პრობლემებიც გააჟღერეს. „ჯორჯიან მანგანეზი“, რომელთანაც მაღაროელებს პრეტენზიები აქვთ, ზესტაფონის ფეროშენადნობი ქარხნის მესაკუთრესაც წარმოადგენს.
„ჩვენ კარგად ვიცით მაღაროელების გაჭირვება. მაღაროელებისგან განსხვავებით, გასული წლის მაისში ორ კვირიანი გაფიცვისას ჩვენ ადმინსიტრაციასთან კოლექტიური ხელშეკრულების გაფორმებას მივაღწიეთ, რამაც რიგი საკითხები დაარეგულირა, თუმცა კიდევ რჩება პრობლემები. მაგალითად, არ სრულდება შრომის ახალი კოდექსით გათვალისწინებული მოთხოვნები. არ ხდება ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურება, კარგა ხანია არ დაურიგებიათ სპეციალური ტანსაცმელი. არ არის დაცული შრომის უსაფრთხოება, რის გამოც გუშინ ორი მუშა დაშავდა. ერთს ხელი აქვს მოტეხილი და მეორეს საშუალო ზომის დამწვრობა აქვს მიღებული. საშინელ მდგომარეობაშია წყალი და უვკე ორი თვეა ვერ ვსვამთ,“ - ამბობს ფეროშენადნობთა ქარხნის პროფკავშირის თავმჯდომარე კახა მაჩიტიძე.
მაჩიტიძის თქმით, აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით ფეროს ადმინისტრაციასთან მოლაპარაკებები მიმდინარეოსბს.