ქუთაისელი სპორტსმენების წარმატება ბაქოში მსოფლიო ჩემპიონატზე
თარიღი : 12-11-2019, 16:25 | კატეგორია: ახალი ამბები

8-9 ნოემბერს, ბაქოში მსოფლიო ჩემპიონატი ჭიდაობა-გრემპლინგში გაიმართა. შეჯიბრებები კადეტებს, ჭაბუკებს, ახალგაზრდებსა და ვეტერანებს შორის შედგა. მასში 25 ქვეყნიდან 450 სპორტსმენი ჩაერთო.
წარმატებით იასპარეზა საქართველოს ნაკრებმა, რომელშიც სამი ქუთაისელი სპორტსმენი (ალექსი ტურაბელიძე, გიორგი ნიკურაძე, რატი ჩაჩუა. მწვრთნელი გეგა ჩირგაძე) იყო წარმოდგენილი.
ალექსი ტურაბელიძე ოქროსა და ვერცხლის მედლებს, რატი ჩიჩუა კი ბრინჯაოს დაეუფლა.
წარმატებულ სპორტსმენებს ქუთაისის ა(ა)იპ სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების მმართველი კობა ფხაკაძე შეხვდა.