Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ჭიათურაში, ნაგუთის დასახლებას ახალი სკვერი აქვს

თარიღი : 12-11-2019, 11:55 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
ჭიათურის მუნიციპალიტეტში კიდევ ერთი ახალი სკვერი მოეწყო.

ჯანსაღ გარემოზე ზრუნვა ჭიათურის მუნიციპალიტეტის მუშაობის ერთ-ერთი პრიორიტეტია.
მერიამ ამჯერად ნაგუთის დასახლებისთვის იზრუნა და ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ერთი ახალი სკვერი მოაწყო, სამს კი რეაბილიტაცია ჩაუტარა.

ახალი სკვერისთვის ადგილი ტაბიძის ქუჩაზე, ძველი საბაგირო სადგურის ტერიტორიაზე შეირჩა. სკვერში დაიგო გაზონები, დამონტაჟდა განათების ქსელი, მოეწყო მოსასვენებელი და საბავშვო სივრცეები, დამონტაჟდა თანამედროვე სპორტული ტრენაჟორი,დაიდგა სკამები და სანაგვე ურნები.

სკვერებში ჩატარებული სამუშაოები ჭიათურის მერმა გივი მოდებაძემ მოადგილე დავით ბიწაძესთან, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.

მიმდინარე სამუშაოები, რომელზეც ბიუჯეტიდან 150000 ლარი დაიხარჯა, შპს „გოლდენ ბრო“-მ და „ მშენებელი-21“ -მა შეასრულეს.


ნანახია: 350-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე განახლებული სკვერი გაიხსნა. სკვერი ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ ვიცე-მერ გიორგი იობაშვილთან და

ამინდი