Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

სამტრედიაში, ავარიის შედეგად გარდაცვლილი ახალგაზრდისათვის წესის აგებაზე სასულიერო პირები უარს აცხადებენ

თარიღი : 11-11-2019, 23:11 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
პოლიტიკური პარტია “გირჩი“ განცხადებას ავრცლებს, სადაც ამბობს, რომ გარდაცვლილ ახალგაზრდას მართლმადიდებელი ეკლესია წესს არ უგებს იმიტომ, რომ ის “ბიბლიური თავისუფლების“ მღვდელმთავარი იყო. ახალგაზრდა ავარიის შედეგად 5 ნოემბერს სამტრედიაში გარდაიცვალა.

“გირჩი“ ამბობს, რომ ოჯახს გარდაცვლილი ახალგაზრდისთვის წესის აგება მართმადიდებლური წესით სურს. თავდაპირველად ეკლესიისგან უარი მიიღეს იმ დასაბუთებით, რომ მას “ბიბლიური თავისუფლების” მოწმობა აქვთ აღებული. “გირჩი“ ამბობს, რომ ეს მოწმობა შემდეგ გააუქმეს:

“ოჯახმა დაკრძალვა იმის იმედით გადადო, რომ გამოჩნდებოდა სასულიერო პირი, რომელიც წესს აუგებდა გარდაცვლილს. ამ შემთხვევის გამო კვირას “ბიბლიურმა თავისუფლებამ” გასცა ცნობა, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ შაკო ბარამიძის სახელზე გაცემული მღვდელმსახურის მოწმობა გაუქმებულია და გარდაცვლილი პიროვნება აღარ ირიცხებოდა ჩვენი ეკლესიის მღვდელმსახურად.

აღნიშნული ცნობის შესახებ ოჯახმა შეატყობინა როგორც სასულიერო პირებს, ასევე, საპატრიარქოს და კიდევ ერთხელ ითხოვა წესის აგება, თუმცა კვლავ უარი მიიღო მათგან. გარდაცვლილი ოჯახს შაბათს უნდა დაეკრძალა, თუმცა დღემდე დაუკრძალავი რჩება და ოჯახი კვლავ ეძებს მართლმადიდებელ სასულიერო პირს, რომელიც წესს აუგებს გარდაცვლილს“, – ნათქვამია განცხადებაში.

“ბიბლიური თავისუფლება” არის “გირჩის” მიერ დაფუძნებული რელიგიური ორგანიზაცია, რომელიც ნებისმიერ მსურველზე გასცემს მღვდელმსახურის მოწმობას. აღნიშნულ დოკუმენტს კი 18-27 წლის ბიჭები, ძირითადად, სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან გარკვეული პერიოდით თავის დასაღწევად იყენებენ.


ნანახია: 415-ჯერ

მსგავსი სიახლეები
პოლიტიკური ცენტრის ქუთაისის ოფისმა გუშინ და დღეს, 'ბიბლიური თავისუფლების' სერთიფიკატები 5 ადამიანზე გასცა.
ამის შესახებ 'გირჩის' იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა თემურ ცამციშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
ქუთაისის #2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გარდაცვლილი პატიმრის გოგა ძველაიას ოჯახს პატრიარქმა მიცვალებულისათვის წესის აგების

ამინდი