Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

რა ხდება ქუთაისში არსებულ რესტორნებში და სად მიდის რესტორნებში მორჩენილი საკვები

თარიღი : 11-11-2019, 17:55 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
საქართველოში სიღარიბის მაჩვენებელი ყოველწლიურად იზრდება. იზრდება იმ ადამიანთა რიცხვიც, ვისაც არა თუ სრულფასოვანი ეკონომიკური ცხოვრების, არამედ არსებობისთვის საჭირო მინიმალური თანხაც არ აქვს და შიმშილისგან იხოცება. ამის ფონზე კი საქართველოში არსებული ზოგიერთი რესტორანი მორჩენილ საკვებს ნაგავში ყრის.

იმერეთის საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge დაინტერესდა რა ხდება ამ კუთხით ქუთაისში. სად მიდის ხელუხლებელი და რესტორანში მორჩენილი საკვები და რამდენად არიან ჩართული ქუთაისში არსებული კვების ობიექტები საქველმოქმედო საქმიანობაში.

ჩვენ მიერ გამოკითხული რესტორნების უმეტესობა ამბობს, რომ დამკვეთს საჭმელი სახლში მიაქვს. იშვიათ შემთხვევაში კი მორჩენილ საკვებს თავად პერსონალი მიირთმევს.

„სამწუხაროდ არ რჩება რესტორანში საკვები, შემკვეთს აბსოლუტურად ყველაფერი მიაქვს. ძალიან იშვიათია რომ დარჩეს რამე და თუ დარჩა, ადგილზე მიირთმევს პერსონალი. ისეთი რაოდენობით არასდროს დარჩენილა, რომ სადმე წაგვეღო. უმეტეს შემთხვევაში არაფერი რჩება, პური რომ პურია, ისიც კი მიაქვთ. თუ იქნება რაიმე საქველმოქმედო აქციასავით, აუცილებლად მივიღებთ მონაწილეობას,“- აცხადებს რესტორან „ამირანის“ მენეჯერი ია გამეზარდაშვილი.

„საკვები ძირითადად არ გვრჩება იმიტომ, რომ სტუმრებს მიაქვთ. თუმცა, როცა მორჩება რამე, განსაკუთრებით ქორწილის დროს, ახლომდებარე სოფლიდან მოდის ერთი ადამიანი, ასე 60-70 წლამდე იქნება, რომელსაც ვაძლევთ საკვებს,“- აცხადებს რესტორან „პალადიუმის“ მენეჯერი გიორგი ხურციძე.

„საკვები ძირითადად მიაქვთ სტუმრებს და რაც გვრჩება ზოგი თანამშრომლებს მიაქვთ სახლში, ზოგი გაჭირვებულებს,“- ამბობს რესტორან „ქალაქურის“ ხელმძღვანელი შაკო ცაგარეიშვილი.

იგივე პოზიცია აქვთ შედარებით მცირე რესტორნებსაც.

„საკვებს გადაყრით რა თქმა უნდა არ ვყრით. თუ რამე დარჩა, თანამშრომლებიც მიირთმევენ, ამასთან ხშირად შემოდის ჩვენთან ერთი ქალბატონი და მამაკაცი და მათაც ვაძლევთ. ჩვენ ძალიან დიდი რესტორანი არ გვაქვს რომ ბევრი დარჩეს და მივუტანოთ ვინმე გაჭირვებულს სახლში, თუმცა რაც გვრჩება, შემოდიან გაჭირვებულები და ვეხმარებით,“-განგვიმარტა „აგერ არის“ მენეჯერმა, სადაც ქართული კერძები მზადდება.

„ყოველდღე დადიან ისეთი ადამიანები ჩვენთან, ვისაც საკვების ფული არ აქვთ და ვეხმარებით. თუ კი რაიმე დაგვრჩება, შეძლებისდაგვარად ვაძლევთ,“-ამბობენ ბარ-რესტორან „პაპავეროს“ ადმინისტრაციაში.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 507-ჯერ

მსგავსი სიახლეები
როგორც შემოსავლების სამსახურში აცხადებენ, 2018 წლის 1 იანვრიდან დაახლოებით აპრილის ბოლომდე თბილისის მაღაზიებში 149 743.969 ლარის
ოჯახი 19 იანვარს რესტორანში სუფრაზე იმყოფებოდა. სახლში წასვლის დროს ბავშვი გარეთ გამოჰყვათ, თუმცა დედამ პატარა ვერ შნიშნა და
ჭიათურის პირველად პროფკავშირულ ორგანიზაციაში მაღაროელებისათვის უხარისხო საკვები პროდუქტების მიწოდების ფაქტებზე საუბრობენ.
წყალტუბოს სოფელ ქვედა მაღლაკში ნუცუბიძეების მრავალშვილიანი ოჯახი უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს. ოჯახი, სადაც 9 ბავშვი იზრდება,

ამინდი