ქუთაისში შეცდომით წყლის მილს გაზის მილი მიაერთეს
თარიღი : 11-11-2019, 16:37 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ქუთაისში, კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზ"-ს წარმომადგენლებს წყლისა და გაზის მილები ერთმანეთში აერიათ. კომპანიის თანამშრომლებმა წყლის მილს შეცდომით გაზის მილი მიაერთეს. შემთხვევა თაბუკაშვილის ქუჩაზე მოხდა.
მომხდარის გამო, მოსახლეობა წყლისა და გაზის გარეშეა დარჩენილი. მათი თქმით, კორპუსში გაზის საშინელი სუნია.
მომხდარით შეშინებულ მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდებს კომპანია "სოკარ ჯორჯია გაზი". კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ საშიში არაფერია და გაზის სუნი ცოტა ხანში აღარ იქნება.