Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ტურისტული კომპანია, რომელიც თქვენს მოგზაურობას დაუვიწყარს გახდის

თარიღი : 11-11-2019, 13:37 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა, რეკლამა   
topnews.com.ge
ტურისტული კომპანია “გუდ თრეველი” საქართველოს ტურისტულ ბაზარზე 10 წელია ფიგურირებს. მოთხოვნიდან გამომდინარე კომპანიას თბილისის გარდა ოფისი, ქუთაისშიც აქვს.

პროფესიონალი კადრები მოგზაურობის მსურველებს მრავალფეროვან და საინტერესო სერვისებს სთავაზობენ, იქნება ეს ინდივიდუალური თუ ჯგუფური ტურები საქართველოსა და მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში, სატრანსპორტო მომსახურება, ბილეთები (მატარებელი, თვითმფრინავი, ავტობუსი, გემი, ლაივ კონცერტები, სპორტული ღონისძიებები…), დაზღვევა, სავიზო, გიდი და ა.შ.

კომპანიის გამოცდილება კარგი ურთიერთობა პარტნიორებთან, ნიჭიერი და პროფესიონალი კადრი ქმნის იმის გარანტიას, რომ თქვენ ნამდვილად სანდო და წარმატებულ კომპანიასთან გაქვთ საქმე და შეგიძლიათ იმოგზაუროთ მშვიდად და კომფორტულად.

„ჩვენი ტურისტული კომპანია ქუთაისში 2015 წლიდან ფუნქციონირებს. ადგილზე ძალიან სასიამოვნო გარემოა, კომფორტულ და მოსახერხებელ სერვისებს ვთავაზობთ  მომხმარებლებს. ისინი ჩვენი მომსახურებით  კმაყოფილები არიან. მათ სიმცირეს ნამდვილად არ ვუჩივით. საკმაოდ აქტიურად ვმუშაობთ, გვაქვს როგორც სტანდარტული, ასევე ჩვენს მიერ  სპეციალურად შედგენილი ტურები.

ძირითადად გამყვან ტურებზე ვმუშაობთ ევროპის ქვეყნების მიმართულებით. მიგვყავს გარკვეული ჯგუფები ისრაელში მოსალოცად, ასევე კლასიკური ტურების ფარგლებში მიდიან იტალიაშიც და ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაში,“- აცხადებს კომპანია „გუდ თრეველის“ წარმომადგენელი ხათუნა ტვილდიანი.

კომპანიამ ბოლო წლებია აქტიურად დაიწყო მუშაობა შიდა ტურებზეც. ამდენად, ქუთაისში ჩამოსულ ტურისტებს „გუდ თრეველი“ საქართველოს ნებისმიერ კუთხეში უწევს მომსახურებას.

„თავიდან მხოლოდ გაყვანაზე ვმუშაობდით, მაგრამ ბოლო წელიწადნახევარია შიდა ტურებიც დავამატეთ მოთხოვნებიდან გამომდინარე. ძალიან ხშირად  მოგვმართავენ ინგლისელები, უკრაინელები, ჩინელები და რუსები. გვყავს გიდი, გვაქვს მანქანით მომსახურებაც, ვთავაზობთ ჩვენს მომხმარებლებს სხვადასხვა ტურებს. შიდა ტურები გვაქვს სვანეთში, რაჭაში, ახალციხეთში (რაბათში), კანიონებსა და მღვიმეებზე აღარ მაქვს საუბარი. ძალიან მოთხოვნადია სვანეთის ტური. სასტუმროს ამბავსაც ჩვენ ვუგვარებთ, ვაბინავებთ. ყველანაირად კომფორტულ პირობებს ვუქმნით ჩვენს მომხმარებლებს.

ვემსახურებით რამდენიმე კორპორაციულ საჯარო ორგანიზაციას, მაგალითად აუდიტის სამსახურს, ასევე მესხიშვილისა და ოპერის თეატრებს. თანამშრომლობას ვაპირებთ მერიასთან. ბოლო მონახაზებს გავდივართ, ვნახოთ რა იქნება,"-აცხადებს ტვილდიანი.

ტურისტული კომპანია “გუდ თრეველი” მზად არის მისი დღევანდელი სტაბილური მდგომარეობით და პოზიციებით მაღალ დონეზე შეასრულოს თქვენი ნებისმიერი მოთხოვნა და სურვილი, რომელიც მოგზაურობას ეხება.
 


ნანახია: 313-ჯერ

მსგავსი სიახლეები
Topnews.com.ge ქუთაისში მოქმედ რამდენიმე ტურისტულ სააგენტოს დაუკავშირდა.
"მოგზაურთა კლუბი" ოფიციალურად 27 სექტემბერს გაიხსნება.

ამინდი