Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ჭიათურის სოფელ შუქრუთის მოსახლეობა ზარალის ანაზღაურებას ითხოვს

თარიღი : 11-11-2019, 13:16 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთის მოსახლეობა საპროტესტო აქციებს კვლავ  აგრძელებს. შუქრუთში მდებარე ყველა მაღაროს შესასვლელი პარალიზებულია. მათი თქმით, მაღაროში მიმდინარე მანგანუმის მოპოვებითი სამუშაოები ადგილობრივების სახლებს აზიანებს. მოსახლეობა კომპანიისგან შეთანხმების შესრულებასა და მიყენებული ზიანის ანაზღაურებას ითხოვს.

პროფკავშირების გაერთიანებაში ამბობენ, რომ ექსპერტიზა ჩატარდება და ამის შემდეგ გადაწყდება კომპენსაციის საკითხი. 

„დღესაც იგივე მდგომარეობაა, არაფერი შეცვლილა. მოსახლეობა აქციებს კვლავ აგრძელებს. გაჩერებულია საწარმოები. შეხვედრები იყო, ხელმძღვანელობა შეხვდა ამ ხალხს, მაგრამ ზოგი ისეთ არარეალურს ითხოვს, რაღაცები გასარკვევია. დადგენილი კანონის მიხდვით, თუ მოპოვებითი სამუშაოები აზიანებს მოსახლეობას, მათ ზარალი უნდა აუნაზღაურონ, კომპანიაც ცდილობს ზარალის ანაზღაურებას, დაიწყეს აზომვები. მაგრამ აქციაზე ბევრია ისეთი მოქალაქეც, რომლის სახლი საერთოდ არ ზიანდება, მაგრამ მაინც ითხოვენ ფულს. ასე არანაირად არ გამოვა. როგორ ან საიდან უნდა მისცენ მათ ფული,"-აცხადებს პროფკავშირის კომიტეტის ერთ-ერთი წევრი ამირან მაჩიტიძე.

იმერეთის საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომპანია “ჯორჯიან მანგანეზ“-საც დაუკავშირდა და მათ პოზიციას პასუხის მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

შეგახსენებთ, რომ მოსახლეობამ საპროტესტო აქციები მიმდინარე წლის 7 ნოემბერს განაახლა.


ნანახია: 385-ჯერ

მსგავსი სიახლეები
უბედური შემთხვევა მოხდა ჭიათურის შუქრუთის მაღაროში.

ამინდი