Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

იმერეთის სამხარეო პოლიციამ ყალბი დიპლომის დამზადების ბრალდებით ერთი პირი დააკავა

თარიღი : 7-03-2014, 11:03 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი   
topnews.com.ge
შსს-მ ყალბი დიპლომის დამზადებისა და გასაღების ბრალდებით ერთი პირი დააკავა.
იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს, ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტის მეოთხე სამმართველოს და ანტიკორუფციული დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონალური სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1959 წელს დაბადებული ნიკოლოზ თ. ყალბი დიპლომის დამზადების და გასაღების ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ნიკოლოზ თ-მ 1975 წლის დაბადებულ ირაკლი მ-ს ელმავლის მემანქანის თანაშემწის ყალბი დიპლომი 500 ლარის სანაცვლოდ დაუმზადა. სამართალდამცველებმა ყალბი დიპლომი და ირაკლი მ-სგან აღებული 500 ლარი ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადების და გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).


ნანახია: 2321-ჯერ

მსგავსი სიახლეები
სამართალდამცველებმა ბრალდებული ქუთაისში, რუსთაველის ქუჩაზე იმ დროს დააკავეს, როდესაც მან მოქალაქეს ნარკოტიკული საშუალება მიჰყიდა.
სამართალდამცველებმა, ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებულები ქუთაისში დააკავეს. სამივე დაკავებული აღიარებს
გამოძიებამ დაადგინა, რომ ზაზა ფ-მ თურქეთის რესპუბლიკაში შეიძინა ნარკოტიკული საშუალება, ხოლო მისი საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანა

ამინდი