Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

წყალტუბოში ბუნებრივი აირით 26 სოფელი სარგებლობს

თარიღი : 10-11-2019, 21:02 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ოთხი სოფლის გაზიფიცირების სამუშაოები დასრულდა.

სოფელ ზედა მესხეთში ახლადაშენებული გაზგამანაწილებელი ქსელი "სოკარ ჯორჯია გაზის" დირექტორმა აზერ მამმადოვმა, "საქართველოს გაზის ტრანსპორტირების" კომპანიის გენერელური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა მიხეილ შალამბერიძემ, იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა საზეიმოდ გახსნეს.

ზედა მესხეთთან ერთად გაზიფიცირდა სამი სოფელი: ქვედა მესხეთი, ბროწეულა და მუხიანი. აშენებული ქსელის ჯამური სიგრძეა 65 227 გრძივი მეტრია, გაზიფიცირების სამუშაოების შედეგად ბუნებრივი გაზის მოხმარების შესაძლებლობა მიეცემა აღნიშნულ სოფლებში მცხოვრებ 1291 კომლს, აქედან სოფელ ზედა მესხეთში - 371 ოჯახს.

სოფელი მესხეთი წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 26-ე სოფელია, რომლის მოსახლეობას ბუნებრივი აირით სარგებლობის შესაძლებლობა აქვს.


ნანახია: 546-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ხონის მუნიციპალიტეტის სამ სოფელში გაზიფიცირების სამუშაოები დასრულდა.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა მესხეთის მოსახლეობა ხელისუფლების უყურადღებობაზე საუბრობს. სოფელში აცხადებენ, რომ დაპირებულ
სამუშაოები 2015 წლის აგვისტოში დასრულდება.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ბოლო ორი წლის განმავლობაში დაახლოებით 800 აბონენტი გაზიფიცირდა.

ამინდი