Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'როცა მეორე მხარე ოჯახს ქმნის, ყოველთვის აქვთ შურისძიების მომენტი და ამ შურისძიების იარაღად იყენებენ ხოლმე ბავშვს,'-როგორია განქორწინებების სტატისტიკა და რა როგორ მიმდინარეობს სასამართლოში ოჯახური დავების განხილვა

თარიღი : 9-11-2019, 18:46 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი, მთავარი თემა   
topnews.com.ge
2019 წლის 6 თვის (იანვარი–ივნისი) დემოგრაფიული მონაცემებით, საქართველოში 5 295, იმერეთში კი 919 ადამიანი განქორწინდა. სამოქალაქო სპეციალიზაციით მომუშავე ადვოკატებისთვის საოჯახო ტიპის დავებზე მუშაობა საქმიანობაში ერთ-ერთ რთულ მიმართულებას წარმოადგენს. საოჯახო სამართლიდან გამომდინარე, დავები საკმაოდ მრავალფეროვანია და ისინი შემდეგ საკითხებს მოიცავს:

განქორწინება; ქორწინების ბათილად ცნობა; მეუღლეთა ქონების/თანასაკუთრების გაყოფა; ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა და ალიმენტის დაკისრება; მეუღლეთა ურთიერთრჩენის ვალდებულება; ბავშვის მამობის დადგენა; მარტოხელა მშობლის სტატუსი; მშობლების უფლება-მოვალეობები შვილების მიმართ; სხვა საკითხები, რომელბიც უკავშირდება ოჯახს.

რამდენად ხშირად და რა მიზეზით მიმართავენ სასამართლოს ქუთაისში, როგორ მიმდინარეობს პროცესები და რა პრობლემები იჩენს თავს ოჯახურ დავების დროს - აღნიშნულ საკითხებზე იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge ადვოკატ მარიამ ლევიძეს გაესაუბრა.

„საოჯახო ტიპი დავების ქეისის აღება ჩვენთვის, ადვოკატებისთვის, არ არის მარტივი. ეს პირველ რიგში გავლენას ახდენს ჩვენს მორალურ მდგომარეობაზეც, რადგან მაინც გვიწევს სხვის პირად სივრცეში შესვლა. ძირითადი საკითხები, რაც საოჯახო დავებთან მიმართებაში მქონია, ყოფილა განქორწინებასა და ბავშვთან ურთიერთობის წესის განსაზღვრასთან დაკავშირებული საკითხები, რაც გულისხმობს იმას, თუ რომელ მშობელთან უნდა იცხოვროს ბავშვმა ძირითადად, ამავდროულად, მეორე მშობელს არ უნდა შეეზღუდოს ის უფლებები, რაც კანონმდებლობითაა განსაზღვრული. ამ შემთხვევაში, ამოსავალი წერტილი ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებაა. არა მარტო ჩვენი კანონმდებლობა, არამედ საერთაშორისო ხელშეკრულებები, კონვენციები, რომელსაც მიერთებულია საქართველო, ბავშვის საუკეთესო ინტერესებს ყველაზე მნიშვნელოვნად და პრიორიტეტულად მიიჩნევს, მაგრამ შეჯიბრებითობის მომენტი ძალიან რთულია სასამართლო პროცესზე, იქიდან გამომდინარე, რომ ურთიერთობა გვიწევს ფსიქოლოგებთან, სოციალურ სამსახურთან, რომლებიც ხშირ შემთხვევაში კადრების სიმცირიდან გამომდინარე ბავშვების ფსიქოლოგიური, სოციალური, თუ სხვა გარემოს კვლევაში დიდ როლს ვერ ასრულებენ. ხშირ შემთხვევაში ის ფორმები, რაზეც სოციალური სამსახური და ფსიქოლოგი გასწევს რეკომენდაციას, არის შაბლონური და არ ყოფნის კონკრეტული ქეისის შესწავლას და გადაწყვეტილების მიღების დროს ამ რეკომენდაციების გათვალისწინებას. ამიტომ, ხშირ შემთხვევაში, ჩემი კლიენტები მიმართავენ ალტერნატიული ექსპერტის აყვანის საკითხს, რომელიც დადებს ფსიქოლოგიურ დასკვნას და უფრო მეტად იქნება მორგებული კონკრეტულ კითხვებზე,“-აცხადებს მარიამ ლევიძე.

მარიამ ლევიძე ამბობს, რომ განქორწინების პროცესი და შემდგომი დავები ყოფილ პარტნიორებს შორის ყველაზე რთულად აისახება ბავშვის ფსიქო-ემოციურ განვითარებაზე. განქორწინების შემდგომ პარტნიორები იმდენად არიან მოცულები ერთმანეთის მიმართ ტკივილის მიყენებით, რომ შვილები ცნობიერად თუ არაცნობიერად ქიშპობის მთავარი იარაღი ხდებიან. ხშირად ეს უთანხმოება მშობლებს შორის უფლებების გადანაწილებასა და ბავშვის აღზრდის პროცესში რომელიმე მშობლის უპირატესად ჩართულობის საკითხებს ეხება.

„სტატისტიკურად განქორწინების მაჩვენებელი ძალიან მაღალია. დღესდღეობით ისეთი მეუღლეებიც არიან საქართველოში, რომლებიც საღ აზრს ექვემდებარებიან და ცდილობენ, არ მიიყვანონ საკითხი სასამართლო დავამდე. თუმცა, ხშირ შემთხვევაში, ხდება ისე რომ ვერ რიგდებიან მხარეები ერთმანეთში. ხან უძრავი ქონების გაყოფასთან დაკავშირებით მიმდინარეობს დავა, ხან ბავშვთან ურთიერთობის განსაზღვრის საკითხებთან, რაც უფრო მეტად მორალურ ასპექტებთანაა დაკავშირებული. ამ შემთხვევაში ადვოკატები ვცდილობთ, სამართლებრივად რთული მექანიზმი არ ჩავრთოთ და რომელიმე კლიენტის ინტერესების დაცვასთან ერთად ვისაუბროთ მათთან იმ კუთხითაც, რომ ბავშვის ინტერესები იყოს წინა პლანზე წამოწეული და არა რომელიმე მშობლის ინტერესი, რომ მეორე მშობელი გააღიზიანოს, ან შეუზღუდოს ბავშვის ნახვის უფლება-მოვალეობები. რატომღაც ხდება ისეც, რომ როცა მეორე მხარე ოჯახს ქმნის, ყოველთვის აქვთ შურისძიების მომენტი და ამ შურისძიების იარაღად იყენებენ ხოლმე ბავშვს.

კარგი იქნებოდა, რომ დღევანდელი სახელმწიფო სისტემა ამ კუთხით ეწეოდეს გარკვეული სახის პროპაგანდას ან განათლების კუთხით შემოქონდეს რაიმე საგანი, რომ ბავშვები ინფორმირებული იყვნენ მათ უფლება-მოვალეობებთან დაკავშირებით, რომ მათზე მშობელმა არ განახორციელოს რაიმე ტიპის ძალადობა ფსიქოლოგური იქნება ეს, თუ ფიზიკური. ჩემი დავების 90 % ძირითადად მიმდინარეობს იმ კუთხით, რომ მეორე მშობელი ყოველთვის არის ფსიქოლოგიური ზეგავლენის მომხდენი ბავშვზე, ცდილობს ბავშვმა დაიცვას იმ მშობლის ინტერესები, რომელზეც ფიქრობს, რომ მეორე მშობლისგან დაიჩაგრა. ამიტომ ბავშვი ძირითადად მიჯაჭვულია რომელიმე მხარეზე და ერთ-ერთ მშობელს გარკვეული შეზღუდვების კუთხით ყოველთვის ადგება ზიანი.

სამწუხაროდ, პრაქტიკის პრობლემა დგას იმაშიც, რომ ძირითადი ყურადღება მაინც გადატანილია დედაზე, მიუხედავად იმისა, რომ კანონის მიხედვით ორივე მშობელს თანაბარი უფლებები აქვს. ფსიქოლოგებიც ამბობენ, რომ დედა შეუცვლელია, თუმცა მე მყოლია ისეთი კლიენტებიც, სადაც მამა იმაზე დიდ როლს ასრულებს შვილის ყოველდღიურობაში, ვიდრე დედა, ამიტომ ინდივიდუალური შემთხვევიდან უნდა გამოვიდეს სასამართლო,“-ამბობს ლევიძე.

ადვოკატის თქმით, ყოფილმა პარტნიორებმა აუცილებელია იზრუნონ შვილების სრულფასოვან ფსიქოლოგიურ განვითარებაზე, უზრუნველყონ მათთვის უსაფრთხო თბილი და მზრუნველი გარემო, შეძლონ შვილების ინტერესების ხელშეწყობა, დაცვა და მათ აღზრდა-განვითარების პროცესში აქტიური ჩართულობა.

„სამწუხაროდ მშობლები ვერ აცნობიერებენ, რომ ბავშვის ურთიერთობის შესახებ არის დავა და არა მათ შორის მიმდინარე. ამიტომ სასამართლოზე ხშირ შემთხვევაში მიმართვენ ერთმანეთს შეურაცხმყოფელი სიტყვებით. მიხედავად იმისა, რომ პროცესამდე ხშირად ვესაუბრებით კლიენტებს სასამართლოს ეთიკურ განაწესებზე, თუმცა აფექტის მდგომარეობაში ყოფნის ან მეორე მხარის პროვოცირების შემთხვევაში ღიზიანდება კლიენტი და არის სიტყვიერი დაპირისპირება.

მიუხედავად იმისა, რომ არსებობს სასამართლო გადაწყვეტილება ან მორიგების შემდეგ რაიმე ტიპის განჩინება, რომლის შედეგად საქმის წარმოება წყდება სასამართლოში, ხშირ შემთხვევაში კლიენტები ისევ ხდებიან მომართვისუნარიანი, იქიდან გამომდინარე, რომ აღსულების პრობლემა იქნება. თუ მხარეები თვითონ არ მივიდნენ იმ აზრამდე, რომ მათი მშვიდი ურთიერთობა ბავშვის ფსიქო-ემოციური განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, იქამდე ყოველთვის იქნებიან კონფლიქტში და ყოველთვის დაზარალდება ბავშვი,“-ამბობს მარიამ ლევიძე.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 1529-ჯერ

მსგავსი სიახლეები
2016 წელს მარტოხელა დედის სტატუსი მიენიჭა 1 086 პირს, ხოლო 2017 წელს 12 აპრილის მდგომარეობით, 328 პირს.
ქუთაისში მცხოვრები გოჩა ნუცუბიძე სამი წელია შვილის დასაბრუნებლად იბრძვის.
საუბარი იქნება აცრებზე, რომლებიც იმუნიზაციის ეროვნული კალენდრით არის გათვალისწინებული და რომელსაც დღემდე მთლიანად სახელმწიფო
პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტი შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის სფეროში სამართლებრივ რეგულაციებზე დღეს იმსჯელებს.
ხონის მუნიციპალიტეტში მცხოვრები დათო ლიპარიძე, ყოფილი მეუღლის ოჯახს ბავშვის გატაცებას ედავება.

ამინდი