Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'რისკის ქვეშ არის ყველა, ვინც სტომატოლოგიურ კლინიკაში ან სილამაზის სალონში ყოფილა, რაღაც სამედიცინო პროცედურები ჩაუტარებია,'- საქართველოში 70 000-მდე ადამიანია სავარაუდოდ ინფიცირებულია

თარიღი : 9-11-2019, 15:37 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
ქუთაისში არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალი გზა" -ს ორგანიზებით საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას, რომელიც C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის პოპულარიზაციის მიზნით ტარდებოდა, დარგის ექსპერტები და სხვადასხვა სფეროდან საზოგადოებისთვის ცნობადი სახეები ესწებდნენ. შემდგომ, სწორედ ეს ადამიანები მიაწვდიან ინფორმაციას მოსახლეობას ელიმინაციის პროგრამის, ტესტირების ჩატარების აუცილებლობისა და დადებით შემთხვევაში მკურნალობაში ჩართვის შესახებ.

„მოწვეული გვყავდა ქალაქისთვის ცნობადი სახეები, მსახიობები, ექიმები, ჟურნალისტები, თვითონ დარგის ექსპერტები და ა.შ. მათ მივაწოდეთ მინიმალური საბაზისო ინფორმაცია C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის შესახებ, რათა მათ აღნიშნული ფართო საზოგადოებაში გაავრცელონ და დაარწმუნონ მოსახლეობა იმაში, რომ საჭიროა ტესტირების ჩატარება და დადებითი პასუხის შემთხვევაში მკურნალობაში ჩართვა.

ელიმინაციის პროგრამა წარმატებით მივიყვანეთ ბოლომდე. ეს ხუთწლიანი პროგრამა იყო, 2020 წელს უკვე მთავრდება და არ ვიცი რამდენად გაგრძელდება. ამ პროგრამის ფარგლებში ბევრმა ადამიანმა უკვე გაიგო თავისი სტატუსი, თუმცა ძალიან დიდია რაოდენობა იმ ადამიანებისა, ვისაც არ ჩაუტარებია ტესტირება. სადღაც 70 000 ადამიანამდეა დარჩენილი სავარაუდო ინფიცირებული, ვინც ჯერ არ იცის თავისი სტატუსი. ეს ძირითადად იმ ადამიანთა კატეგორიაა, ვინც ფიქრობს, რომ აი, საიდან უნდა მქონდეს მე C ჰეპატიტი. არა და ამ დროს, ინფიცირების რისკის ქვეშ ყველა ადამიანია, იმიტომ რომ ეს არ არის მხოლოდ სპეციფიკური რისკ ჯგუფების დაავადება, რომ მხოლოდ ნახმარი შპრიცით ვრცელდებოდეს. რისკის ქვეშ არის ყველა, ვინც სტომატოლოგიურ კლინიკაში ან სილამაზის სალონში ყოფილა, რაღაც სამედიცინო პროცედურები ჩაუტარებია. რადგან, დიდი ნაწილი სწორედ ამ საყოფაცხოვრებო ობიექტებიდან და სამედიცინო დაწესებულებებიდან არის ინფიცირებული.

ხშირად ყოფილა ისეთი შემთხვევა, როცა ადამიანი არ იკეთებდა ტესტს, მე საიდან მექნებაო, შემდეგ გაუკეთებია და გაოცებული და შეშინებული დარჩენილა. დაუწყია მკურნალობა და უთქვამს, კიდევ კარგი გავიკეთეო. სწორედ ასეთი კატეგორიის ადამიანებს უნდა მივაწვდინოთ ხმა, თორემ რისკ ჯგუფებმა ისედაც იციან დიდი ალბათობით რომ ინფიცირებული იქნებიან და იტარებენ კიდეც ტესტირებას. აღსანიშნავია ისიც, რომ პროგრამაში ჩართულთა 98% განიკურნა. მოვუწოდებ ყველას, ჩაიტარონ ტესტირება, გაიგონ თავისი სტატუსი და დადებითი პასუხის შემთხვევაში დაიწყონ მკურნალობა, მით უმეტეს რომ პაციენტისთვის ეს ყველაფერი უფასოა. უბრალოდ, ერთადერთი რაც უნდა გააკეთონ ტესტირების ჩატარებაა, 2 წუთი უნდა გამოუყონ საკუთარ ჯანმრთელობას და გაიგონ ინფიცირებული არიან თუ არა,“- აცხადებს „ახალი გზის“ ქუთაისის ოფისის კოორდინატორი ზაზა ქარჩხაძე.

ცნობისთვის, 2015-2019 წლების მონაცემებით, საქართველოში კონფირმაციული კვლევა 93 514 მოქალაქეს ჩაუტარდა. აქედან აქტიური ქრონიკული ჰეპატიტი 77 092 მათგანს დაუფიქსირდა. რაც შეეხება მკურნალობას, დაიწყო 60 263-მა პირმა, დაასრულა 55 912-მა, განიკურნა 39 128.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში ც ჰეპატიტის დიაგნოსტირება და მკურნალობა სრულიად უფასოა. მისგან სამკურნალო პროგრამაში ჩართულ პაციენტთა 98% განიკურნა.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 280-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ დღეს გამართულ
ვანის მუნიციპალიტეტის ტობანიერის ადმინისტრაციულ ერთეულში c ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში მონაწილე მობილური ჯგუფის
საქართველოში ყოველი მეათე ადამიანი c ჰეპატიტითაა დაავადებული.
მსგავსი უფასო სკრინინგი C ჰეპატიტზე მომავალშიც გაგრძელდება და ეტაპობრივად მოიცავს მთელს ვანის მუნიციპალიტეტს.
ამ პროგრამაში თბილისის შემდეგ ქუთაისიც ჩაერთო და პაციენტებს შეუძლიათ მიმართონ მულტიპროფილურ ჰოსპიტალს ,,მედიქალსიტის", სადაც მათ
ცენტრის ცნობით, დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში სულ რეგისტრირებულია 7283 აივ ინფიცირებული პირი. მათ შორის 5445 მამაკაცია,

ამინდი