Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის ამერიკულ კუთხეში ცნობილი ჟურნალისტის, პოეტისა და მხატვრის შემოქმედებითი საღამო გაიმართა

თარიღი : 9-11-2019, 10:35 | კატეგორია: ახალი ამბები, კულტურა   
topnews.com.ge
ქუთაისის ამერიკულმა კუთხემ ცნობილი ჟურნალისტის, პოეტისა და მხატვრის გიორგი მელუას შემოქმედებით საღამოს უმასპინძლა. გამოფენაზე ის ნამუშევრები იყო წარმოდგენილი, რომელთა ნაწილიც ავტორმა ამერიკაში მოღვაწეობის პერიოდში შექმნა. გაიმართა მისი წიგნის- „მთვარის ფერწერა“ პრეზენტაციაც, სადაც 1999-2002 წლებში საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში დაწერილი ლექსებია  შესული.

გიორგი მელუამ 11 წელი  ემიგრაციაში გაატარა, დღევანდელი შემოქმედებითი საღამოთი კი, შეიძლება ითქვას, მშობლიურ ქალაქს დაუბრუნდა.

“მე დღეს ფაქტობრივად შემოქმედებითად დავბრუნდი ჩემს მშობლიურ ქალაქში. ქალაქში, სადაც მრავალი წელი ვიცხოვრე, უმაღლესი განათლება მივიღე, სადაც უამრავი მეგობარი მყავს, სადაც დაიბეჭდა ჩემი პირველი ლექსები, სადაც ვეზიარე უდიდეს სიყვარულსა და სითბოს ქუთაისელებისას და საერთოდ ქართული პოეზიის და ხელოვნებისას. რაც შეეხება დღევანდელ გამოფენას, აქ წარმოდგენილია 13-მდე ნამუშევარი, როგორც შემოდგომის თემატიკაზე შექმნილი ფერწერული ტილოები, ასევე აშშ-ს, კერძოდ, ჯორჯიშტატის ქალაქ სავანას ხედები. ეს იმის გახსენებაა (გარკვეული ნოსტალგიაცაა), რაც მაკავშირებს ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ამერიკაში ცხოვრების პერიოდმა ბევრი რამ მომცა. ჩამომაყალიბა უკეთეს ადამიანად, უკეთეს მხატვრად, უკეთეს პიროვნებად და ა.შ. მე იქ 11 წელი ვცხოვრობდი, 9 წელიწადი სავანაში დავყავი (რომელიც ბათუმის დაძმობილებული ქალაქია).

უცნაურია ჩემი ამერიკაში გამგზავრება, იმიტომ რომ მე საქართველოს თითქმის ყველა ჟურნალ-გაზეთში მიღვაწია. საკუთარ გაზეთსაც გამოვცემდი, უამრავი წიგნის ავტორი ვარ. მქონდა უამრავი უფოლოგიური გადაცემაც. სწორედ ამ უკანასკნელმა მიმიყვანა იქამდე, რომ მიწვეული ვიყავი ნიუ-მექსიკოს შტატში, სადაც იმპოზიუმი ტარდებოდა. მოხდა ისე, რომ მომიწია იქ დარჩენა. ამერიკაში ცხოვრება არ არის ისეთი, რომ იქ ჩახვალ და პროფესორი გახდები, პირდაპირ ლექციებს წაიკითხავ. გავიარე ემიგრანტული ცხოვრება, თუმცა უსაზღვროდ ბედნიერი ვარ, რადგან ამერიკულმა ცხოვრებამ ძალიან ბევრი რამ შემძინა. დღეს მე აქ ვარ. მიხარია რომ ვახსოვარ იმ ქალაქს, სადაც დავიბადე და პიროვნებად ჩამოვყალიბდი. უკვე რვა წელიწადია საქართველოში დავბრუნდი. ამ ხნის განმავლობაში მე, როგორც მხატვარი, ბევრმა ადამიანმა გამიცნო. მქონდა 4 პერსონალური გამოფენა, წელიწადში 3-4 ჯერ ვიღებ ჯგუფურ გამოფენებში მონაწილეობას. ვამზადებ კიდევ ახალ პერსონალურ გამოფენას, დღეს კი აქ ვარ, ჩემი ნამუშევრების გარკვეული ნაწილით,”-აცხადებს გიორგი მელუა.
 
„დღეს გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი შემოქმედებითი საღამო. მიმაჩნია, რომ ყოველი ემიგრანტის შემოქმედება, ნააზრევი არ უნდა დაიკარგოს. სწორედ ეს იყო ალბათ ჩვენი გამოფენის პოსტულატი. ჩვენ შემოქმედებითად ქუთაისს დავუბრუნეთ გიორგი მელუა, რომელიც პროფესით ჟურნალისტი გახლავთ. მან ფუნჯით და კალმით ამერიკაში ცხოვრების პერიოდში შექმნა შესანიშნავი ლექსების კრებული. ვფიქრობ მსგავსი ღონისძიებები მნიშვნელოვანია როგორც  ქალაქისთვის, ასევე ქართველი ემიგრანტების შემოქმედებისთვის. იდეის ავტორი გახლდით მე, თუმცა დიდი თანადგომა ქუთაისის ამერიკულმა კუთხემ გაგვიწია, რისთვისაც მადლობას ვუხდით მას,”-ამბობს ფილოლოგიის დოქტორი მარიამ მარჯანიშვილი.
 


ნანახია: 493-ჯერ

მსგავსი სიახლეები
შინაგან საქმეთა სამინისტროს საქართველოში მყოფი, ოჯახური ძალადობის მსხვერპლი ამერიკის მოქალაქის სიცოხლისა და უსაფრთხოების
თიბისი გალერეაში გამოფენა ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება.
სპორტსმენები საქართველოს ხვალ დატოვებენ და ამერიკაში, კილინის შტატში გაემგზავრებიან.

ამინდი