Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

სპორტისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზება-ქუთაისის მერიის ახალი პროექტი

თარიღი : 6-03-2014, 23:09 | კატეგორია: საზოგადოება   
topnews.com.ge
„სპორტისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზება, ახალგაზრდების დაინტერესება სპორტით, სპორტსმენების გაცნობა და მედიის მხრიდან მათი მხარდაჭერა,- ეს იმ პროექტის მიზნებია, რომელსაც საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge ქუთაისის მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ფინანსური მხარდაჭერით იწყებს.

პროექტის ფარგლებში მოხდება წარმატებული სპორტსმენების სპორტული ცხოვრებისა და მათი განვლილი გზის აღწერა. ასევე, პროექტი მოემსახურება ახალგაზრდების,მათი პრობლემებისა და წარმატებების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას.

პროექტის ხანგრძლივობა სამ თვეს მოიცავს. ამ პერიოდის განმავლობაში სპორტული თუ უბრალოდ ახალგაზრდული პოლიტიკით დაინტერესებულ საზოგადოებას ბევრი საინტერესო ინტერვიუ და სტატია ელოდება. პროექტის პირველი სტუმარი კი ქუთაისის მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსი ვანო ბუხაიძე იქნება, რომელიც სამსახურის მიერ მიმდინარე წლის განმავლობაში დაგეგმილ საინტერესო პროექტებსა და სიურპრიზებზე ისაუბრებს.

პროექტთან და მის მიმდინარეობასთან დაკავშირებით თქვენი მოსაზრებების გამოხატვა როგორც კომენტარის სახით, ისე სააგენტოს ოფიციალურ facebook-ის გვერდზე https://www.facebook.com/pages/Topnewscomge/509822905720761 შეგეძლებათ. ასე რომ შემოგვიერთდით. იყავით აქტიური და გქონდეთ თქვენი ჯანსაღი სტილი.


ნანახია: 2413-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქეთი კირიაკიდი ცხოვრების ჯანსაღი წესისა და სპორტის მიმართ ახალგაზრდების ნაკლებად დაინტერესებას მათ ინდიფერენტულობაში ხედავს.
„სპორტი ჩემთვის მხოლოდ გატაცება არ არის. სპორტი ჩემი ცხოვრებაა“, -ამბობს ქუთაისელი სპორტსმენი კონსტანტინე ხვისტანი.
ლაშა ბოჭორიშვილი ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამართლის სპეციალობის მეორე კურსზე სწავლობს. ცდილობს აქტიურად
თავად აქტიური ახლაგაზრდა ქუთაისელ ახალგაზრდებს სიზანტეს უწუნებს და ახალგაზრდული პრობლემების მთავარ მიზეზს მათ ნაკლებაქტიურობაში
გუგა კიბორძალიძე 7 წელია ძიუდოთი არის დაკავებული. პარალელურად სამბოშიც ვარჯიშობს. სპორტულ ცხოვრებაში მაგალითი მამისგან აიღო,
21 წლის გიორგი ლომთაძე 6 წელია სპორტის იმ სახეობით არის დაკავებული, რომელსაც ძალოსნობა ჰქვია. სპორტულ კარიერაში გიორგის მიღწევებს

ამინდი