Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

როგორ შევხვდეთ 2020 წელს ისე, რომ თეთრი ვირთხა რომ არ გავანაწყენოთ

თარიღი : 8-11-2019, 12:33 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
2020 წელი თეთ­რი ლი­თო­ნის ვირ­თხის წე­ლია. ეს არ­სე­ბა არა მარ­ტო მო­ხერ­ხე­ბუ­ლი და სწრა­ფი, საკ­მა­ოდ ცბი­ე­რიც არის. ის არას­დროს ხდის სა­ჯა­როს სა­კუ­თარ სა­მო­მავ­ლო გეგ­მებს. ვი­ღა­ცას ახა­ლი 2020 წელი ძა­ლი­ან რთუ­ლად მო­ეჩ­ვე­ნე­ბა, ვი­ღა­ცის­თვის კი სა­მა­გა­ლი­თო ცხოვ­რე­ბი­სე­ულ გა­მოც­დი­ლე­ბად იქ­ცე­ვა. სა­უ­კე­თე­სო პე­რი­ო­დი იქ­ნე­ბა ემო­ცი­ე­ბის მარ­თვის და სირ­თუ­ლე­ებ­თან შე­ჭი­დე­ბის თვალ­საზ­რი­სით. და­ემ­შვი­დო­ბეთ ილუ­ზი­ებს და იქე­ცით რე­ა­ლის­ტად, გა­მო­ი­ყე­ნეთ ეს პე­რი­ო­დი და ის­წავ­ლეთ ახალ გა­რე­მოს­თან და სი­ტუ­ა­ცი­ებ­თან ადაპ­ტი­რე­ბა - ეს დე­ვი­ზი 2020 წელს ნე­ბის­მი­ერ სფე­რო­სა და სი­ტუ­ა­ცი­ა­ში აქ­ტუ­ა­ლუ­რი იქ­ნე­ბა.

უახ­ლო­ე­სი 12 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში მარ­თვის სა­და­ვე­ებს ხელ­ში ვირ­თხა აი­ღებს. ეს ლი­თო­ნის ვირ­თხის წე­ლია, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ ვირ­თხას ჯა­ვა­შა­ნიც საკ­მა­ოდ ძლი­ე­რი აქვს, მა­შა­სა­და­მე, სურ­თუ­ლე­ებს წარ­მა­ტე­ბით აის­ხლი­ტავს.

ამ ნიშ­ნის­თვის მთა­ვა­რი ში­ნა­გა­ნი მო­ბი­ლი­ზე­ბა და სიმ­შვი­დეა. 2020 წელს ციფ­რე­ბი მე­ორ­დე­ბა, რაც აღ­ნიშ­ნუ­ლი პე­რი­ო­დის სირ­თუ­ლეს უს­ვამს ხაზს. ეს წელი ბევ­რის­თვის იქ­ნე­ბა ცოტა მის­ტი­უ­რი, გა­უ­გე­ბა­რი, თუმ­ცა უმ­ჯო­ბე­სია ამ უც­ნა­უ­რო­ბებს გა­გე­ბით და შეგ­ნე­ბით მო­ვე­კი­დოთ. ამ წელს ბევ­რი ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბა თავ­და­ყი­რა დად­გე­ბა, რაც გარ­კვე­ულ­წი­ლად სტე­რე­ო­ტი­პე­ბის მსხვრე­ვა­საც გა­მო­იწ­ვევს.

თეთ­რი ვირ­თხა ბუ­ნე­ბით ლი­დე­რია, უყ­ვარს პირ­ვე­ლო­ბა და ირ­გვლივ მყოფ­თა მორ­ჩი­ლე­ბა, მაგ­რამ თუ გო­ნივ­რუ­ლად მო­ვიქ­ცე­ვით, სრუ­ლი­ად შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა კა­ტაკ­ლიზ­მე­ბის თა­ვი­დან არი­დე­ბა.

თეთრ ვირ­თხას კარ­გად აქვს გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ინ­ტუ­ი­ცია. თეთ­რი ფერი კი ინ­ტე­ლექ­ტი­სა და სიბ­რძნის სიმ­ბო­ლოა. 2020 წელი წარ­მა­ტე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა ფი­ნან­სუ­რი თვალ­საზ­რი­სით. კარ­გი პე­რი­ო­დია ფი­ნან­სე­ბის საქ­მე­ში, სხვა­დას­ხვა პრო­ექ­ტებ­ში ჩა­სა­დე­ბად. მო­გე­ბა უკან პრო­ცენ­ტე­ბით და­გიბ­რუნ­დე­ბათ, უმ­ნიშ­ვნე­ლო ხარ­ჯებ­ზე ფიქ­რი კი არ ღირს.

ხელ­საყ­რე­ლი პე­რი­ო­დია ასვე უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის შე­სა­ძე­ნად, სახ­ლის ასა­შე­ნებ­ლად ან სა­რე­მონ­ტოდ. არც კა­რი­რუ­ლი წინსვლის­თვი­საა ცუდი პე­რი­ო­დი, გირ­ჩევთ და­სა­ხოთ მიზ­ნე­ბი და აქ­ტი­უ­რად შე­ე­ცა­დოთ მათ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას. ვირ­თხა არც ერთ შე­საძ­ლებ­ლო­ბას არ გა­უშ­ვებს ხე­ლი­დან.

თეთრ ვირთხას უყვარს ღია ფერები, გემრიელი საჭმელი და სილამაზე. ახალი წლის ღამეს უპირატესობა თეთრს ან ნაცრისფერს მიანიჭეთ. შავი ფერის გამოყენებას თუ გადაწყვეტთ, ფრთხილად იყავით, რომ არ გადააჭარბოთ. სტილი უნდა იყოს მოკრძალებული, ელეგანტური და დახვეწილი. რაც შეეხება აქსესუარებს, შეგიძლიათ შეარჩიოთ ბრჭყვიალა, მოელვარე გულსაკიდი, საყურე ან თმის სამაგრი. ლითონის ვირთხას მოსწონს ყველაფერი, რაც ბრწყინავს, ელვარებს. ძალიან ეფექტური იქნეება ვერცხლისფერი ან ოქროსფერი ფეხსაცმელი.
რაც შეეხება ინტერიერს და ნაძვის ხეს, აქაც შეარჩიეთ თბილი და ნაზი ტონები. ვირთხას უყვარს ყველაფერი ეკოლოგიურად სუფთა და ნატურალური, ეს აუცილებლად გაითვალისწინეთ.

მაგიდაზე უნდა იდოს ბევრი გემრიელი კერძი, არ დაგავიწყდეთ ყველი. სუფრა ღია ფერის შეარჩიეთ და მაგიდა ბროლითა და ვერცხლით გააწყვეთ.

რა არ უნდა გააკეთოთ ახალი წლის ღამეს?
არ დარეცხოთ ან დაამტვრიოთ ჭურჭელი
არ იჩხუბოთ, იკამათოთ სუფრასთან
ძალიან მცირე ოდენობის საჭმელი არ უნდა გქონდეთ სუფრაზე
არ გადაყაროთ დარჩენილი პროდუქტები
არ იყოთ მარტო ახალი წლის ღამეს
არ იფიქროთ ცუდზე და არ მოიწყინოთ.

shin.ge


ნანახია: 660-ჯერ

მსგავსი სიახლეები
გთავაზობთ ნუსხას იმის შესახებ, თუ რა სახის ქმედებები გვეკრძალება 31 დეკემბერს.
საინტერესო რჩევები
ოფლი კა­ნის ზე­და­პი­რი­დან ორ­თქლდე­ბა და ორ­გა­ნიზმს აგ­რი­ლებს. კა­ნის სხვა­დას­ხვა უბა­ნი სხვა­დას­ხვა­ნა­ი­რად
აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ გან­ქორ­წი­ნე­ბის ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი თბი­ლის­ში ფიქ­სირ­დე­ბა, შემ­დეგ კი იმე­რე­თის

ამინდი