ზაზა მეფარიშვილი მუნიციპალიტეტებში საზოგადოების წარმომადგენლებს ხვდება
თარიღი : 6-03-2014, 15:31 | კატეგორია: პოლიტიკა

იმერეთის გუბერნატორი ზაზა მეფარიშვილი მუნიციპალიტეტებში საზოგადოების წარმომადგენლებს ხვდება.
შეხვედრა ინფორმაციულ და გაცნობით ხასიათს ატარებს და მეფარიშვილის თქმით, მისი მიზანია, რაც შეიძლება მეტი საზოგადოებრივად აქტიური და ცნობილი ადამიანი რაიონში მიმდინარე პროექტებში იყოს ჩართული.
ამ ფორმატის პირველი შეხვედრა წყალტუბოში შედგა.
,,ეს არის გზა, რომლითაც ყველამ მინდა იგრძნოს ჩვენი ქმედებების და გადაწყვეტილების გამჭვირვალობა. საზოგადოების წარმომადგენლებთან მუდმივი ინტერაქცია ნიშნავს, რომ საზოგადოება მთლიანად, ჩვენგან რეგულირებადი ყველა პროცესის სრულფასოვანი თანამონაწილეა“– ამბობს სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი ზაზა მეფარიშვილი.
იმერეთის პირველ პირთან შეხვედრებს და საკუთარ პრობლემებზე საუბარს დადებითად აფასებს სოფლის მცხოვრებლები.
,, სასიამოვნოა თუნდაც მარტო ის, რომ საკუთარი სოფლის ან რაიონის ცხოვრებაზე მხარის პირველი პირი შენგან კომპეტენტურ რჩევას ითხოვს და ამით, ხვალინდელ დღეზეც მეტი მონდომებით გაფიქრებს“ –ამბობს მაია მამისეიშვილი.