Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში მეეზოვეების პროფესიული დღე აღნიშნეს

თარიღი : 6-03-2014, 14:37 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
ქუთაისში დასუფთავების კვირეულის დასასრულს „ქუთსევის ჯგუფის“ ხელმძღვანელობამ და ქალაქის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, ქუთაისელ მეეზოვეებს პროფესიული დღე მიულოცა.
ამ დღესთან დაკავშირებით, 50 მეეზოვეს სტაჟის, დამსახურებისა და პროფესიული ვალდებულებების პირნათლად შესრულებისათვის სიგელები და ფასიანი საჩუქრები გადასცეს.
„ მიხარია, რომ მეეზოვეებს პროფესიული დღე მივულოცეთ. ეს არიან ადამიანები, რომლებიც ყველამ უნდა დააფასოს,“– აცხადებს შოთა მურღულია.
„ქუთსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელის გელა გაგუას თქმით, მეეზოვეების პროფესიული დღე ქუთაისში 2010 წლიდან აღინიშნება და ამ დღის აღნიშვნა ქალაქში ტრადიციად იქცა.
„მიხარია, რომ ტრადიციად იქცა მეეზოვეებისქათვის პროფესიული დღის მილოცვა. ჩვენ სამსახურში დასაქმებულ გამორჩეულ თანამშრომლებს სიმბოლური საჩუქრები გადავეცით,“– აცხადებს გელა გაგუა.
თავად მეეზოვეები პროფესიული დღის აღნიშვნით კმაყოფილები დარჩნენ და განაცხადეს, რომ მათთვის მსგავსი სიგელები და საჩუქრები სტიმულის მიმცემია.


ნანახია: 2027-ჯერ

მსგავსი სიახლეები
მეეზოვის პროფესიული დღე ქუთაისში 2010 წლიდან აღინიშნება.
1-ლი მარტიდან კვირეულის ფარგლებში იმ ქუჩებს დაასუფთავებენ, რომელთა დაგვა-დასუფთავებაც ტენდერის პირობების თანახმად არ ეკუთვნით.
ქალაქის მასშტაბით, დაგვა-დასუფთავებაზე პასუხისმგებელ პირებს პროფესიული დღე მხარის და ქალაქის პირველმა პირებმა მიულოცეს.
"ქუთსერვის ჯგუფის" 100-მდე თანამშრომელმა, ქალაქში დასუფთავების კვირეულის ფარგლებში ნიკეას მიმდებარე ტერიტორია, ეკა-ბარდების,
კლინიკის ადმინისტრაციამ 'ბომონდში' დასაქმებულ ექთნებსა და მათ თანაშემწეებს პროფესიული დღე მიულოცა და კლინიკისა და პაციენტების

ამინდი