Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'ღამის საათებში' გაძვირებული მგზავრობა თბილისიდან ქუთაისის მიმართულებით და უკმაყოფილო მოქალაქეები

თარიღი : 6-11-2019, 12:01 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისიდან თბილისის მიმართულებით მიკროვტობუსებით მგზავრობის ღირებულება 10 ლარის ნაცვლად, უკვე რამდენიმე თვეა 12 ლარს შეადგენს, თუმცა მოქალაქეები მგზავრობის კიდევ გაძვირებაზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ ღამის საათებში მგზავრობის ტარიფი 3 ლარით მეტი, 15 ლარი ღირს.

ერთ-ერთი მგზავრი, რომელიც აღნიშნულ ფაქტს წააწყდა და ღამის „რეისზე“ ქუთაისის მიმართულებით 15 ლარის გადახდა მოუწია, გიგა გელხვიიძეა. იგი მგზავრობის ტარიფებს შორის ასეთ მკვეთრ განსხვავებას, ვერ ხსნის.

"გუშინწინ ვიმგზავრე, თბილისიდან ქუთაისში მოვდიოდი, დაახლოებით ღამის პირველი საათი იქნებოდა. მგზავრობა 12 ლარი რომ ღირდა ეს ვიცოდი, იმიტომ რომ მანამდე, ერთი თვის უკან მომიწია თბილისიდან წამოსვლა და 12 ლარი გადავიხადე. მაგრამ ეს 15 ლარი რატომ გადამახდევინეს არ ვიცი. რომ ვიკითხე, მითხრეს ღამის რეისია და იმიტომო. ღამე უნდა ვიდგეთ აქ ჩვენ 2 საათამდე და ხომ უნდა იყოს რაღაც განსხვავება, ამიტომ 3 ლარით მეტი ღირს მგზავრობაო. თუ კი ხაზშია ჩასმული მარშუტი, რატომ უნდა ღირდეს განსხვავებული თანხა, ვერაფრით ავხსენი.

ღამითაც მიმგზავრია ბევრჯერ, მაგრამ ასეთი განსხვავებული ტარიფი არ გადამიხდია. რაც არის მიღებული და დაკანონებული, ვიხდიდი ყოველთვის იმას. აქ სხვა შემთხვევა იყო. არ ვიცი თვითონ მძღოლები უმატებენ თუ არა. ვფიქრობ, ეს მხოლოდ მძღოლების გადასაწყვეტი ვერ იქნება, ალბათ შეთანხმებულები იქნებიან დირექციასთან.

სიმართლე გითხრათ, ქუთაისიდან ღამის საათებში თბილისის მიმართულებით არ წავსულვარ, თუმცა, ალბათ იგივე ტარიფი იქნება. 12 ლარი რომ გახდა მგზავრობა არაფერი მითქვამს, იმიტომ რომ ვხედავ, რაც ხდება ფინანსური კუთხით ქვეყანაში, მაგრამ 15 ლარი უკვე ძალიან ზედმეტია, ამ ბოლო დროს არ ყოფილა ისეთი კატასტროფული მატება ბენზინის ფასებზე, რომ ტარიფის ზრდა ასეთი მკვეთრი სხვაობით მომხდარიყო,“- აცხადებს გიგა გელხვიიძე.

ჭავჭავაძის 67 ნომერში მდებარე „ოკრიბის“ სადგურში მგზავრობაზე ტარიფის ზრდას უარყოფენ და ამბობენ, რომ მგზავრებს არც ერთი თეთრით მეტის გადახდა არ უწევთ.

„აღდგომის შემდეგ მგზავრობა ქუთაისიდან თბილისამდე 12 ლარი გახდა. გამორიცხულია 15 ლარი ღირდეს ღამის საათებში .ავტოსადგურ „ოკრიბიდან“ რაც არის დადგენილი ფასი, იმაზე მეტი 1 თეთრითაც არ ეღირება. თბილისის ავტოსადგურებში რა ხდება, მაგას ვერ გეტყვით, მაგრამ ჩვენი სადგურიდან, ქუთაისიდან რომ ნებისმიერ დროს 12 ლარი ღირს მგზავრობა, ეს ზუსტად ვიცი. ჩემს სიტყვებზე პასუხისმგებელი ვარ,“-აცხადებენ სადგურის ადმინისტრაციაში.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 604-ჯერ

მსგავსი სიახლეები
მძღოლების განცხადებით, ხუთი ლარი მხოლოდ მანქანის შენახვას სჭირდება და სხვა ხარჯებს ვერ უმკლავდება, თუმცა ფასის გაზრდას მგზავრების
მძღოლების თქმით, მგზავრთა ნაკადი გაზრდილია, რის გამოც ორი დღით მგზავრებს გაძვირებული ტარიფით მოემსახურებიან.
2017 წლის იანვრის თვიდან მუნიციპალური ტრანსპორტი დაინიშნა ხარაგაული-ბაზალეთი-ქროლის მიმართულებით, რომელიც აღნიშნულ სოფლებში
სემეკმა დღეს გამართულ საჯარო სხდომაზე თბოელექტროსადგურებისთვის ახალი ტარიფის ორი პროექტი წარმოადგინა.

ამინდი