ჭიათურის მაჟორიტარი ჭიათურაში საგანგებო ეკოლოგიური მდგომარეობის გამოცხადებას ითხოვს
თარიღი : 6-03-2014, 14:12 | კატეგორია: პოლიტიკა

ჭიათურის მაჟორიტარი დეპუტატი მალხაზ წერეთელი ქვეყნის პრეზიდენტსჭიათურაში საგანგებო ეკოლოგიური მდგომარეობის გამოცხადების, ხოლო მთავრობას მაღაროელთა პრობლემით დაინტერესებისაკენ მოუწოდებს. აღნიშნულის შესახებ წერეთელმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მალხაზ წერეთლის განცხადებით, ჭიათურის მაღაროში დასაქმებული მუშების გაფიცვაში მაღაროელების გარდა, მოსახლეობაც ჩაერთო. როგორც წერეთელი ამბობს, მაღაროელები უკვე მე-11 დღეა გაფიცულები არიან. ისინი კომპანია „ჯორჯიან მანგანეზისგან“ სამუშაო პირობების გაუმჯობესებას, ხელფასების ანაზღაურებას და სანიტარული პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. მალხაზ წერეთელის განცხადებით, ქვეყანაში იმყოფება კომპანიის მფლობელი ლოზინსკი, რომელმაც შესაძლოა საგაფიცვო კომიტეტსა და ხელმძღვანელობას შორის მოლაპარაკებები დაიწყოს.
„აქციების გაგრძელების შემთხვევაში, შედეგები მუნიციპალიტეტისთვის შესაძლოა ფატალური აღმოჩნდეს. ჭიათურაში მდგომარეობა კრიტიკულია. გაფიცული შვიდივე მაღარო და ხუთივე ქარხანა, ანუ მთლიანად ყველა მუშა მოსამსახურე. მათ უერთდება ჭიათურის რაიონის მოსახლეობა,“ - ამბობს წერეთელი.