Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'მაქსიმალურად შევეცდები წლების შემდეგ ქუთაისელებმა პოზიტიურად შეაფასონ ჩემი შრომა,'- ქუთაისის მერიის ეკონომიკური სამსახურის ახალი უფროსის სამომავლო გეგმები

თარიღი : 5-11-2019, 14:57 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
მირზა მამასახლისი ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიაში ეკონომიკური განვითარების, ადგილობრივი თვითმმართველობის ქონებისა და ტრანსპორტის მმართვის სამსახურის მმართველად, ერთი თვეა რაც მუშაობს.

ეკონომიკური სამსახურის ახალი უფროსი იმერეთის მთავარ საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge-თან საუბარში ამბობს, რომ მისი მუშაობის სტრატეგია დისციპლინაზე, კეთილსინდისიერებაზე, გამჭვირვალობასა და პასუხისმგებლობაზე იქნება დაფუძნებული. მისივე თქმით, სამუშაო ტემპი და ადამიანებთან კომუნიკაცია მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში (ხარისხის შენარჩუნებით) გაიზრდება.

მირზა მამასახლისი ქუთაისში ყველაზე დიდ პრობლემად, ამ ეტაპზე, სამუშაო ადგილების სიმცირეს მიიჩნევს. ამიტომ, სოციალური და ეკონომიკური გარემოს გასაუმჯობესებლად ინვესტიციების მოძიებას გუნდთან ერთად ცდილობს.

”ამ ეტაპზე საინვესტიციო ბაზრის გაუმჯობესებაზე ვმუშაობთ. მიმდინარეობს აქტიური შეხვედრები. საუბარი გვაქვს არასასოფლო მიწის გაიჯარებაზე, კონკრეტული ინვესტორები არიან. თუმცა, ამაზე წინასწარ საუბარს არ ვთვლი საჭიროდ. ვცდილობთ ინვესტორები მოვიზიდოთ და ხელი შევუწყოთ მათ ამ ინვესტიციების განხორციელებაში.
ქალაქს, ცალკე, ვაკუუმში, ეკონომიკის დამოუკიდებლად განვითარება რომ გაუჭირდება, ალბათ ამაში ყველა დამეთანხმება. ამიტომ ქუთაისის ეკონომიკის განვითარება ქვეყნის ჭრილში უნდა განვიხილოთ. ამ კუთხით, მიმდინარე წელს ისტორიული პროექტი ხორციელდება. ვგულისხმობ იმას, რომ ქუთაისი სულ მალე დაიბრუნებს ინდუსტრიული ქალაქის სტატუსს. ამ ფაქტმა ალბათ ბევრის, განსაკუთრებით იმ ადამიანების გული გაახარა, ვინც მოესწრო იმ პერიოდს, როცა ქუთაისი ავტომშენებელი ქარხნების, ასე ვთქვათ, დედაქალაქად ითვლებოდა. აღნიშნული სტატუსის დაბრუნება ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ ამ კუთხით გამოცდილებაც გვაქვს და შესაბამისი კადრებიც გვყავს. აქ დასაქმდებიან ადგილობრივი მოქალაქეები, პირველ ეტაპზე 300-დან 400 -მდე ადამიანის დასაქმებაზეა საუბარი. საწარმოს ზრდასთან ერთად კი, ბუნებრივია ,დასაქმებულების რაოდენობაც გაიზრდება.
ასევე, არ შემიძლია არ შევეხო იმ უნივერსიტეტს, რომლის მშენებლობაც მიმდინარეობს. აქაც ძალიან ბევრი ადგილობრივი კადრი დასაქმდება და ბუნებრივია, მათი ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდება. ნამდვილად გაგვიჭირდება იმის გახსენება, თუ როდის ჩაიდო ბოლოს ამხელა ინვესტიცია ჩვენს ქალაქში. აღნიშნული, სულ მცირე ხანში, მნიშვნელოვნად განავითარებს ჩვენს ქალაქს,"- აცხადებს მირზა მამასახლისი.

ქუთაისის მერიის ეკონომიკის სამსახურის უფროსს მიაჩნია, რომ საქართველოში ადამიანებს მარტივად შეუძლიათ ბიზნესის კეთება, ოღონდ ამისთვის მონდომება, ინფორმაციის ვაკუუმში არყოფნა და სახელმწიფოსგან ხელშეწყობაა საჭირო. ამ კუთხით იგი, ინდივიდუალური მეწარმეებისა თუ შპს-ების ხელშაწყობას, მათი პროდუქციის პოპულარიზაციითა და ექსპორტზე გატანით გეგმავს.

„საკმაოდ ამბიციურმა და მნიშვნელოვანმა გამოცემებმა, როგორიცაა ეკონომიკის მიმომხილველი სხვადასხვა ორგანიზაციები, გამოაქვეყნეს ბიზნესის კეთების კუთხით სტატისტიკა, თუ რომელ ქვეყანაში რა მოცემულება გვაქვს. ეს მოცემულობა და რეიტინგი სხვადასხვა პუნქტებით შედგა ( ეს იყო საკანონმდებლო დონე, გამჭვირვალობა და ა.შ). აღსანიშნავია, რომ ამ ჩამონათვალში, ჩვენ ვიყავით ათეულში. ჩვენს ისტორიაში ასეთი შედეგი არ ყოფილა. რეგიონულ დონეზეც რომ განვსაზღვროთ, არც ერთი ჩვენი მეზობელი ქვეყანა არ არის ამ ჩამონათვალში. ამით ვგულისხმობს იმას, რომ აბსოლუტურად უპრობლემოდ შეუძლიათ ადამიანებს საქართველოში ბიზნესის კეთება. ქუთაისი კი თბილისის შემდეგ პირველი ქალაქია, სადაც იზრდება იმ მეწარმეების რაოდენობა, რომლებიც რეგისტრირდებიან და სხვადასხვა სამეწარმეო საქმიანობას ახორციელებენ, ინდივიდუალური მეწარმისა და შპს-ს ფორმით. ჩვენი მიზანი იქნება, ინფორმაციული დონე ავუმაღლოთ მეწარმეებს, მათ მხარდამჭერ სახელმწიფო პროგრამებზე მივაწოდოთ ინფორმაცია.

ქუთაისში ასევე ადგილობრივი მეწარმეების მიერ გადამამუშავებელი საწარმოებიც არსებობს, რომლებიც სხვადასხვა პროდუქტებს აწარმოებენ. გვინდა ინვეტორებს მათ შესახებ მაქსიმალურად მივაწოდოთ ინფორმაცია და ამ პროდუქტების ექსპორტზე გატანა მოხდეს.

ამასთან, ეკონომიკის ერთ ჭრილში განხილვა არ უნდა მოხდეს. ეკონომიკის ზრდა დაკავშირებულია იმაზეც, თუ როგორ იზრდება ქალაქში ინფრასტრუქტურა, საინვესტიციო გარემოებები, ტურიზმი და აშ. ანუ, თუ ჩვენ, ტურიზმის განვითარებას ხელს შევუწყობთ და მოვაწყობთ, მაგალითად ისეთ ტურისტულ ატრაქციებს, რომლებიც ტურისტების რაოდენობას გაზრდის, ეს ხელს ეკონომიკის ზრდასას შეუწყობს, ანალოგიური მოხდება ინფრასტრუქტურის შემთხვევაზეც და ა.შ. ამიტომ, ამ მიმართულებებით 2020 წლის ბიუჯეტში თანხების მობილიზება ხდება,“- აცხადებს მამასახლისი Topnews.com.ge-სთან საუბარში.

მამასახლისი ამბობს, რომ ქუთაისის მერიის ეკონომიკის სამსახურის მენეჯმენტი დაკისრებულ პასუხისმგებლობებს მშვენივრად უმკლავდება, ამდენად მიაჩნია, რომ ამ გუნდთან ერთად რეალურად შეიძლება კარგი შედეგების დადება. მერიის ეკონომიკური სამსახურის უფროსი იმედოვნებს, რომ წლების შემდეგ მოქალაქეები მის საქმიანობას დადებითად შეაფასებენ.

„მაქსიმალურად შევეცდები წლების შემდეგ ქუთაისელებმა პოზიტიურად შეაფასონ ჩემი შრომა. ყველანაირი შეფასებისთვის მზად ვარ, მაგრამ მაქსიმალურად ვთხოვ მოსახლეობას, ობიექტურები იყვნენ და თუ რაიმეზე შეკითხვები ექნებათ, მე პასუხებს გავცემ. დიდი სურვილი მაქვს, რომ ქალაქის განვითარებაში ჩემი წვლილი შევიტანო. ერთი აგური იქნება, თუ ორი, რაც შემეძლება მოვახმარო ქალაქს. ბოლომდე დავიხარჯები,“-აცხადებს მამასახლისი.

ცნობისთვის, მირზა მამასახლისი აღნიშნულ თანამდებობაზე, კონკურსის წესით დაინიშნა. იგი 2010-2013 წლებში ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაციის პრეზიდენტად მუშაობდა. 2014-2017 წლებში კი იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, სპეციალისტად. 2017-2019 წლებში ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტი იყო. მამასახლისი ქუთაისის მერიის ეკონომიკური სამსახურის უფროსის მოვალეობას უკვე ერთი თვეა ასრულებს.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 1185-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის ირაკლი შენგელიას განცხადებით, ქუთაისში გასული წლის იანვარ-თებერვალთან შედარებით
უახლოეს მომავალში ქუთაისს ეკონომიკური განვითარების გეგმა და ბიზნესსუბიექტების ბაზა ექნება.
ქუთაისის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ქონების მართვის სამსახურმა გაწეული საქმიანობის ანგარიში

ამინდი