Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'ეს რა ქვეყანაში ვცხოვრობთ, რაში გვარგია საყოველთაო ჯანდაცვა, თუ 5 თვის ბავშვს თანხას თხოვენ საავადმყოფოში დაწოლისთვის და მკურნალობის შედეგი არის 0,'-ქუთაისის საავადმყოფოში 5 თვის ჩვილი სიცოცხლისათვის იბრძვის

თარიღი : 4-11-2019, 16:32 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ცენტრში 5 თვის ჩვილი სიცოცხლისათვის იბრძვის.

ახლობლების განცხადებით, ჩვილი საავადმყოფოში 29 ოქტომბერს მაღალი ტემპერატურით შეიყვანეს.

"ექიმებისა და ექთნების დაუდევრობით უმძიმეს მდგომარეობაშია ჩვილი. კათეტერი ჩაუდგეს ცუდად, რის შედეგადაც სითხემ გაჟონა ორგანიზმში-ბავშვს დაუსივდა მაჯა და გუშინ გახდა ქირურგიული ჩარევა საჭირო,დაუჩირქდა ბავშვს ხელი და გაუჭრეს-5თვის ბავშვს ხალხნო! ექიმების და უვიცი ექთნების დაუდევრობის გამო!
საავადმყოფოში სრული უყურადღებობა არის.

ამ წუთამდეც კი, რაც პაციენტი შეყვანილია კლინიკაში-სიცხე არუწევს დაბლა და ექიმებისგან არის საშინელი უყურადღებობა!ახალგაზრდა -ახალბედა დედა ამ ყველაფრის შემხედვარე ძალინ ნერვიულობს და ისიც ცუდადაა. ექიმები ფულს თხოვენ და ახსენებენ, რომ გადასახდელი აქვს მომსახურების საფასური, როცა ბავშვის მდგომარეობა წუთითაც არ გაუმჯობესებულა. სად მიდის ის მედპერსონალი ბავშვს რომ რამე დაემართოს-ხოუნდა აგონ პასუხი!!!

ეს რა ქვეყანაში ვცხოვრობთ, სადაა ამ დროს ჯანდაცვა და რას აკეთებს სახელმწიფო? რაში გვარგია საყოველთაო ჯანდაცვა თუ 5 თვის ბავშვს თანხას თხოვენ საავადმყოფოში დაწოლისთვის და შედეგი მკურნალობის არის 0,"-ამბობს ოჯახის ახლობელი.


ნანახია: 332-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ინციდენტი რაიონის მე-10 საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და მე-12 საჯარო სკოლის მესამეკლასელ ბავშვს შორის მოხდა.
ახალგაზრდა ქალს, ქმარი დაჭერილი ჰყავს, თვითონ კი ავარიულ სახლში 2 წლის ბიჭუნასთან ერთად ცხოვრობს.
ახალშობილი ცოცხალი იყო და ის სტაციონარში მოათავსეს.
გარდაცვლილის ბებიის ქეთო კიკნაველიძის თქმით, მსგავსი ვირუსით ქუთაისის ბავშვთა საავადმყოფოში ათეულობით პაციენტია მოთავსებული და
11 წლის ბავშვს ქალატვინის დახურული ტრამვა და თავის ტვინის შეშუპება აქვს.

ამინდი