Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში არასრულწლოვნები, რომლებიც მდინარე რიონის სანაპიროზე არსებულ გვირაბში იმყოფებოდნენ, მაშველებმა გადაარჩინეს

თარიღი : 4-11-2019, 16:05 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ 112-ში შემოსული შეტყობინების თანახმად, ქუთაისში, თეთრი ხიდის მიმდებარედ, მდინარე რიონის სანაპიროზე დარჩენილ ორ მოზარდს ესაჭიროებოდა მაშველების დახმარება.

მოზარდების დასახმარებლად, შეტყობინების მიღებისთანავე გავიდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები. არასრულწლოვნები მდინარე რიონის სანაპიროზე არსებულ გვირაბში იმყოფებოდნენ და უსაფრთხო ადგილას გამოსვლას ვერ ახერხებდნენ.

ორივე მათგანი, სპეციალური სამაშველო აღჭურვილობის გამოყენებით, მაშველების მიერ უვნებლად გამოყვანილია უსაფრთხო ადგილას. მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

ადგილზე მეხანძრე-მაშველთა ჯგუფებთან ერთად, მობილიზებულები იყვნენ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები და ყველა შესაბამისი სამსახური.


ნანახია: 750-ჯერ

მსგავსი სიახლეები
მაშველებმა მებადური მდინარის ნაპირზე სპეციალური ნავის მეშვეობით გაიყვანეს.
მონადირეები წყლის დონის მომატების გამო ისინი მდინარიდან გამოსვლას ვერ ახერხებდნენ და შველას ითხოვდნენ.
ახალგაზრდა გოგონა მეხანძრე მაშველებმა იმ დროს იპოვეს, როცა ის უგინო მდგომარეობაში იმყოფებოდა.

ამინდი