Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

“სახელმწიფოს დახმარებით, იმერეთის რეგიონში 2 ახალი სასათბურე მეურნეობა შეიქმნა და 34 გაფართოვდა"

თარიღი : 4-11-2019, 15:17 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ, წყალტუბოში შპს “ჰერბია"-ს მიერ, სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სასათბურე მეურნეობა დაათვალიერეს, სადაც რეგიონში სასათბურე კლასტერის შექმნის მნიშვნელობაზე გამახვილდა ყურადღება.

შპს ,,ჰერბია"-მ სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სასათბურე მეურნეობა შექმნა, სადაც სხვადასხვა ჯიშის მწვანილები მოყავთ, პროექტის ჯამურმა ღირებულებამ 3,000,000 ლარი შეადგინა, აქედან 592,000 ლარი გრანტია, ხოლო 1,050,000 ლარი შეღავათიანი აგროკრედიტი. სასათბურე მეურნეობაში წელიწადში დაახლოებით 1200 ტ მწვანილი მოჰყავთ, რომლის რეალიზაციაც ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე ხორციელდება, სასათბურე მეურნეობაში დასაქმებულია 150 ადამიანი.

სახელმწიფოს დახმარებით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, იმერეთის რეგიონში 2 ახალი სასათბურე შეიქმნა და 34 გაფართოვდა. სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო ახორციელებს „ერთიან აგროპროექტს“, რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში უახლოეს პერიოდში სასათბურე კლასტერის შექმნა იგეგმება. მინისტრის განცხადებით, “იმერეთის აგროზონის" სასათბურე კლასტერის შექმნა მიზნად ისახავს დასავლეთ საქართველოს ტრადიციული საექსპორტო დარგის, კერძოდ სასათბურე სექტორის საექსპორტო პოტენციალის მაქსიმალური გამოყენების სტიმულირებას, შედეგად საექსპორტო შემოსავლების ზრდას და ახალ ბაზრებზე წვდომის ხელშეწყობას.


ნანახია: 707-ჯერ

მსგავსი სიახლეები
სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორი რევაზ ასათიანი წყალტუბოში ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს

ამინდი