Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

როდის აღუდგებათ შეწყვეტილი დახმარება მოქალაქეებს?-300 ოჯახი სახელმწიფოსგან საარსებო შემწეობას ელის

თარიღი : 4-11-2019, 13:34 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში, ზ. ჭავჭავაძის ქუჩაზე მცხოვრები ვახტანგ კირთაძე სოციალური დახმარების გარეშეა დარჩენილი. მარტოხელა მამაკაცი მეზობლების იმედად ცხოვრობს, რადგან თავის რჩენის ერთადერთი საშუალება-დახმარება, სახელმწიფომ შეუწყვიტა. იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო topnews.com.ge საკითხზე სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სამხარეო ცენტრს დაუკავშირდა. ცენტრის ხელმძღვანელი ნინო ჭიღლაძე განმარტავს, რომ ინფორმაცია პერსონალურია, ამიტომ უმჯობესია, თუ თავად კირთაძე მოიკითხავს მისთვის დახმარების შეჩერების მიზეზებს.

„ეს ადამიანი გადამოწმდა. ამ წუთში არ იღებს დახმარებას. იმის შესახებ, თუ რატომ შეუწყდა შემწეობა, ამ ბატონს შეუძლია მოვიდეს და ინფორმაცია გამოითხოვოს. ვნახავთ, შემდგომი პროცედურა რა შეიძლება იყოს. იმაზე მეტ ინფორმაციას ვერ გავცემ, ვიდრე შეიძლება. პერსონალური ინფორმაციაა და მის გარეშე ვერ დავაკონკრეტებ დახმარების შეჩერების მიზეზებს,“- აცხადებს ნინო ჭიღლაძე.

ცნობისთვის, 62 წლის ვახტანგ კირთაძე ერთ ოთახიან ბინაში გაუსაძლისს პირობებში ცხოვრობს. გადაუხდელობის გამო ჩაჭრილი აქვს დენი და გაზი. შესაბამისად ვერც გათბობით სარგებლობს. მისი ერთადერთი შემოსავლის წყარო მეუღლის პენსია და სოციალური დახმარება იყო. თუმცა ორი თვის წინ მეუღლე გარადაეცვალა. სოციალურმა სამსახურმა კი დახმარება ცოტა ხნის წინ მოუხსნა. ახლა ვახტანგ კირთაძე კუთვნილ 60 ლარსაც ვეღარ იღებს და ყოველგვარი შემოსავლის გარეშეა დარჩენილი.

ქუთაისში, სოციალური დახმარება გასულ თვეში სამასამდე ოჯახს შეუჩერდა. იმერეთის მთავარ საინფორმაციო სააგენტოს Topnews.com.ge-ის კითხვაზე, თუ როდის აღუდგებათ შემწეობა აღნიშნულ ოჯახებს, ნინო ჭიღლაძე ამბობს, რომ მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლებს დაწყებული აქვთ იმ ოჯახების დეკლარაციების შესწავლა, რომელთაც დახმარებები შეუჩერდათ.

„ჩვეულებრივ, გადამოწმების პროცესი მიმდინარეობს. უმეტეს ოჯახებში სოციალური სამსახურის წარმომადგენლები იყვნენ მისულნი და შეივსო შესაბამისი დოკუმენტი, რათა მათ ახალი სარეიტინგო ქულები მიენიჭოთ. სწორედ ეს ქულები განსაზღვრავს შემდეგ სოციალური შემწეობის გაცემის საკითხს. ეს გადამოწმებები ყოველთვიურად მიმდინარეობდა და ახლაც მიმდინარეობს. ეს არ არის ერთჯერადი პროცესი. პროცედურულად შემდეგ თვეებშიც გაგრძელდება. როგორც კი გამოჩნდება რაიმე გარემოება, რომ აუცილებელია გადამოწმება, უნდა გადამოწმდეს,“-აცხადებს ჭიღლაძე.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისში სოციალურ დახმარებას 2 164 ოჯახი იღებს, აქედან ამ დროისთვის ფულადი შემწეობის მიღება 300 ოჯახს აქვს შეჩერებული.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 292-ჯერ

მსგავსი სიახლეები
გაბუნია, რომელიც ორ მცირეწლოვანს მარტო ზრდის, ქუთაისში ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს. მარტოხელა დედა ამბობს, რომ 156-ლარიან
სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სერვის-ცენტრმა რეგიონში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახების ახალი მეთოდოლიგიით
'მეზობლის მანქანის გამო, ქუთაისში მრავალშვილიან ოჯახს დახმარება მოუხსნეს,' - ამგვარი სახელწოდებით მასალა საინფორმაციო სააგენტო
ქუთაისში, სულხა-საბას ქუჩაზე მცხოვრებ დარეჯან გუმბერიძეს სახელმწიფომ სოციალური შემწეობა შეუწყვიტა.
ოჯახი ქუთაისში, სულხან-საბას ქუჩაზე, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს.

ამინდი