Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

რას პასუხობენ ქუთაისის მერის ააიპში ქუთაისელი გიდის შეთავაზებას იმერეთის ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციაზე

თარიღი : 3-11-2019, 16:45 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის მერიის ააიპ ტურიზმის საინფორმაციო ცენტრში  „ახალგაზრდა გიდების ასოციაციის“ თავმჯდომარის ლაშა ბერეკაშვილის იმ ინიციატივას აფასებენ, რომელიც ქუთაისისა და იმერეთის ტურისტული პოტენციალის ემიგრანტების მიერ პოპულარიზაციას ეხება. კერძოდ, ბერეკაშვილი მიიჩნევს, რომ ის ხარჯები, რაც საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებში ტურიზმის ცენტრის თანამშრომლების მონაწილეობისათვის იხარჯება, კარგი იქნება თუ ქართველ ემიგრანტებზე გადანაწილდება, რომლებიც სანაცვლოდ, საქართველოს ტურისტული პოტენციალის რეკლამირებას მოახდენენ.

„ჩვენ საზღვარგარეთ გვყავს ემიგრანტები. სწორედ ამ ხალხისგან, სხვადასხვა კონკურსით უნდა შევქმნათ კადრები. ისინი დადგებიან სხვადასხვა გამოფენის სტენდთან და წარადგენენ იმერეთსა და ქუთაისს. ეს ხალხი იქ წლებია ცხოვრობს, აქვთ კონტაქტები იქაურ ტურისტულ სააგენტოებთან, ხალხთან, იქაური ენა ესმის და ჩვენს ქვეყანას გაუწევენ პოპულარიზაციას. ანუ ემიგრაციასაც შემოვაბრუნებდით ჩვენსკენ და ხარჯებსაც დავზოგავდით. ამით შევძლებდით, რაც შეიძლება მეტ გამოფენაზე ვიყოთ წარმოდგენილი“- აცხადებს ლაშა ბერეკაშვილი Topnews.com.ge-თან საუბარში.

სხვაგვარად ფიქრობს ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი ტატო ლილუაშვილი. იგი ქვეყანაში არსებულ იმ სტანდარტებსა და პრაქტიკაზე საუბრობს, რაც  ტურიზმის ცენტრის თანამშრომლების მიერ საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებზე, კონკრეტული ქალაქისა თუ რეგიონის  პოპულარიზაციას  გულისხმობს.

„განცხადება იმის შესახებ, რომ კონკრეტული ქალაქი და რეგიონი, რომელსაც ჰყავს ტურისტული სამსახური ან დეპარტამენტი, საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებზე წარადგინონ დაქირავებულმა პირებმა, ღიმილისმომგვრელი და არასერიოზულია და რაც მთავარია მიუთითებს განმცხადებლის არაკომპეტენტურობაზე. ტურიზმის სამსახურები, დეპარტამენტები და ადმინისტრაციები იქმნება სწორედ ტურისტული პოლიტიკის განსაზღვრისა და განხორციელებისთვის. სხვა უამრავ საქმესთან ერთად, მსგავსი სამსახურების თანამშრომლების პირდაპირი მოვალეობაა კონკრეტული დესტინაციების წარდგინება საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებზე, რაც ითვალისწინებს შესაბამისი ინფორმაციის, მესიჯების და არსებული ბრენდის ჩარჩოებში მოქცეულ ქვეყნის, რეგიონის თუ ქალაქის პრეზენტაციას. სწორედ ამ საქმიანობისთვის იღებენ ისინი ხელფასს. ეს არის არსებული სტანდარტი და არსებული პრაქტიკა,"-აცხადებს ტატო ლილუაშვილი.
 
 


ნანახია: 512-ჯერ

მსგავსი სიახლეები
გამოფენა 8-დან 12 მარტის ჩათვლით მიმდინარეობს. მასში მსოფლიოს 100–ზე მეტი ქვეყანაა ჩართული.
ქუთაისის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ქონების მართვის სამსახურის ტურიზმის განყოფილების
რუსეთში მოქმედი ტურისტული სააგენტოების მენეჯერები და დირექტორები ქუთაისისა და იმერეთის ტურისტულ პოტენციალს ეცნობიან.
ქუთაისში, ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელად ქალაქის მერიის ეკონომიკის განვითარებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის

ამინდი