Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'მხოლოდ იმის იმედზე არ უნდა ვიყოთ, რას მოიმოქმედებს გუბერნატორი, მერი, თუ ოპოზიცია, სამოქალაქო ჩართულობა გარკვეულ პროცესებში აუცილებელი,'- ქუთაისელი ექიმი ქუთაისის განვითარების საზოგადოების შექმნის იდეით გამოდის

თარიღი : 3-11-2019, 15:09 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისელი ექიმი არჩილ ჯალაღონია ქუთაისის განვითარების საზოგადოების შექმნის ინიციატივით გამოდის. მისი თქმით, ეს იქნება სხვადასხვა პროფესიის მქონე ადამიანებით დაკომპლექსებული, ანგარიშგასაწევი, ძლიერი და კრიტიკული სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც ქალაქში არსებული პრობლემების მოგვარების გზების ძიებაზე იზრუნებს. არჩილ ჯალაღონია მიიჩნევს, რომ ქუთაისს დიდი რესურსი აქვს. ჩვენ კი ამ რესურსის მხოლოდ მცირე პროცენტს ვიყენებთ. შესაბამისად, ექიმი თვლის, რომ თანამედროვე სოციალურ თუ ტურისტულ მოთხოვნებსა და ქალაქის განვითარების სიჩქარეს შორის მკვეთრი დისბალანსია, რაც უნდა მისი აზრით, დასრულდეს და ქალაქი აღმავლობის გზას დაადგეს.

„ეს იდეა ჯერ ჩასახვის პროცესშია და მისი რეალიზაცია რამდენად მოხდება, არ ვიცი. ეს იქნება სამოქალაქო ორგანიზაცია, რომელშიც გაერთიანებული იქნებიან სხვადასხვა პროფესიის ადამიანები, რიგითი მოქალაქეები, რადგან ჩემი აზრით, მათ ყველაზე კარგად იციან რა უჭირს ქალაქს, ისინი ქალაქის პულსაციას ყველაზე კარგად გრძნობენ. ასევე, აქ იქნებიან სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულებების მქონე ადამიანებიც, მთავარია ერთი იდეით იყვნენ გაერთიანებულნი, უყვარდეთ ქალაქი და მაქსიმალურად მოძებნონ და დასახონ გზები, რომლითაც ქალაქს გამოვიყვანთ დღის სინათლეზე, გავხდით უფრო მიმზიდველსა და საინტერესოს. ქუთაისს ამის რესურსი ნამდვილად აქვს. რაც კეთდება ამაზე თვალს ნამდვილად ვერ დავხუჭავთ, თუმცა ქალაქის განვითარების სიჩქარე ნამდვილად ჩამორჩება იმ მოთხოვნილებებს, რაც თანამედროვე ქუთაისს სჭირდება. თუ შევხედავთ თბილისისა და ბათუმის განვითარების სიჩქარეს, იქ ტურისტების მიდინება-მოდინებას და მერე ქუთაისს გადავხედავთ, ნახავთ გულდასაწყვეტი არის თუ არა. არადა ქალაქში არავისზე ნაკლები ჟურნლისტები, ექიმები, იურისტები, ეკონომისტები, ინჟინრები არ გვყავს და არავისზე ნაკლები ქალაქი არა გვაქვს, თავისი ისტორიით, კულტურით, თითოეული ქუთაისელით, ადამიანური თუ არამატერიალური რესურსით. სწორედ ქუთაისიდან იწყება და მთავრდება საქართველოს ისტორია. აქვს ამ ქალაქს იმდენი, რომ თავის თავი წარმოაჩინოს დღის სინათლეზე,"- ამბობს ჯალაღონია.

არჩილ ჯალაღონია მიიჩნევს, რომ მხოლოდ ხელისუფლებას არ უნდა ვუყუროთ პრობლემას როდის მოაგვარებს. სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა გარკვეულ პროცესებში აუცილებელია.

„აუცილებელია ამ ორგანიზაციაში იყოს თუნდაც ინჟინერი, რადგან მან, მაგალითად ქალაქის მერიას ან მათ კეთილმოწყობის სამსახურს გაუწიოს როგორც დახმარება, ასევე კრიტიკაც, ოღონდ ჯანსაღი. მე ექიმი ვარ, შეიძლება მინდოდეს რიონის პირას კარგად გაშენებული სახლები, ლამაზად მოწყობილი ინფრასტრუქტურა, მაგრამ რამდენად შესაძლებელია ეს, რამდენად გვაქვს ამის რესურსი, ეს მე შეიძლება ვერ გავთვალო. ამას გათვლის ეკონომისტი და ინჟინერი, ამიტომაც გვჭირდებიან სხვადასხვა პროფესიის ადამიანები.
ქალაქის განვითარება უნდა მოხდეს არა მარტო ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით, არამედ ტურისტული თვალსაზრისითაც, სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების, ჯანდაცვის კუთხით და ა.შ. იმიტომ რომ როდესაც ქალაქში რაიმე პრობლემაა, ქალაქის მოსახლეობა დაყოფილია სამ ნაწილად, ესაა ნეიტრალური ადამიანები, ოპოზიცია და სახელისუფლებო წარმომადგენლობა. ხდება ისე, რომ ან ერთმანეთს აბრალებენ რაღაცებს ან ერთმანეთის ჯინაზე აკეთებენ. ჩვენ გვინდა, რაც კეთდება, კარგზე კარგი ვთქვათ, ცუდზე კი-ცუდი. საზოგადოების მხრიდან სამოქალაქო ბერკეტი უნდა არსებობდეს. თუ ჩვენი საზოგადოება იქნება მართალი, საღად მოაზროვნე ქუთაისელების მიერ წარმოდგენილი, აქ გაერთიანებულმა სპეციალისტებმა შეიძლება გარკვეული პრობლემის გადასაჭრელი გზები უფრო ეფექტურად და მარტივი გზით იპოვონ, ვიდრე მერიაში მყოფმა პირებმა. შეიძლება მერიაში დასაქმებულებმა კარგად იციან თავიანთი საქმე, მაგრამ ჩვენს საზოგადოებაში იყოს ისეთი ადამიანი, ვინც კარგ იდეას შემოგვთავაზებს, სხვა თვალით შეხედავს საკითხებს და სხვაგვარად გადაჭრის. მხოლოდ იმის იმედზე არ უნდა ვიყოთ, რას მოიმოქმედებს გუბერნატორი, მერი, თუ ოპოზიცია. სამოქალაქო ჩართულობა უნდა იყოს,“-აცხადებს ჯალაღონია.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 1511-ჯერ

მსგავსი სიახლეები
სამოქალაქო სექტორს ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობასთან აქცია ხვალ 12:00 საათზე აქვთ დაგეგმილი.
ბიზნესმენი ამბერკი დვალიშვილი ქუთაისში, ბიზნესისა და ზოგადად ქალაქის პრობლემებზე საუბრობს.
მეფარიშვილის განცხადებით, ქალაქს განვითარებისთვის სხვა ფუნქცია უნდა მოეძებნოს და არა საპარლამენტო ქალაქის სტატუსი.

ამინდი