Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'ადიელაში გავეხვევი და ესაა ჩემი გათბობა, ჭამით მეზობლები მაჭმევებ, თუ მათაც არაფერი ჰქონდათ მშიერი ვიძინებ,'-ქუთაიში, ზ.ჭავჭავაძის ქუჩაზე მცხოვრები ვახტანგ კირთაძე დახმარებას ითხოვს

თარიღი : 2-11-2019, 13:52 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში,  ზურაბ ჭავჭავაძის 16 ნომერში მცხოვრები ვახტანგ კირთაძე დახმარებას ითხოვს. 62 წლის მამაკაცი, ერთოთახიან ბინაში გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს. გადაუდელობის გამო ჩაჭრილი აქვს დენი და გაზი. შესაბამისად ვერც გათბობით სარგებლობს. მისი ერთადერთი შემოსავლის წყარო მეუღლის პენსია და სოციალური დახმარება იყო, თუმცა ორი თვის წინ მეუღლე გარადაეცვალა. სოციალურმა სამსახურმა კი დახმარება მოუხსნა. ახლა ვახტანგ კირთაძე კუთვნილ 60 ლარსაც ვეღარ იღებს და ყოველგვარი შემოსავლის გარეშეა დარჩენილი.

„ამ ერთ პატარა ოთახში ვცხოვრობ. რა პირობებიცაა აქ კარგად ხედავთ. გაჭირვებული ვარ. ჯერ ჩავარდნილ ცოლს ვუვლიდი 10 თვე, აქამდე მის პენსიაზე ვიყავი, ის 200 ლარიც პამპერსებსა და წამლებში მიდიოდა. მაგრამ მეუღლე ორი თვეა რაც გარდამეცვალა, ცოტა ხანში ძმაც მომიკვდა და დავრჩი მარტო. წყლის 273 ლარი მაქვს გადასახდელი, რა ვქნა?  გადაუხდელობის გამო დენიც გამითიშეს, იმის 6 ლარიც ვერ გადავიხადე. არც  გაზი მაქვს, ადიელაში გავეხვევი და ესაა ჩემი გათბობა. საჭმელს მეგობრები და მეზობლები მაჭმევენ. ვნატრობ პენსია მაინც მქონდეს, მაგრამ ჯერ 62-ს ვხდები და პენსიამდე დიდი დროა, მანამდე რა ვქნა? ამჟამად არაფერი შემოსავალი არ მაქვს. ერთი სოციალური დახმარება მქონდა 60 ლარი და ისიც მომიხსნეს. მივედი ასაღებად და მითხრეს ქულები მოვიდა ზედმეტი და მოგეხსნათ დახმარებაო,"-აცხადებს ვახტანგ კირთაძე.

62 წლის მამაკაცის გაუსაძლისს პირობებში ცხოვრება პარტია „თავისუფალი საქართველოს“ თანათავჯდომარემ გოგი წულაიამ გააპროტესტა.

„ტრაგედიაა, რაც ხდება. კაცს პენსია ჯერ არ აქვს. მეზობლები რასაც დაეხმარებან, საჭმელი იქნება ეს თუ ორი თეთრი, იმათზეა მიჩერებული. თანაც, ეს ისეთი დასახლებაა ყველას უჭირს. ამ ბინაში ასეთ მდგომარეობაში თუ არა, არც მთლად უკეთესად არიან ხალხი. ამიტომ ვერ ეხმარებიან იმდენად. თუ არც მათ მიაწოდეს საჭმელი, დაწვება მშიერი. ხელისუფლება ამ დროს აცხადებს, გადამოწმებას ვაკეთებთო. სად უნდა უცადოს ამან ესენი როდის გამოიღვიძებენ და გადაამოწმებენ. ჯერ ერთი, თუ გადამოწმების საჭიროებაა და თვლიან, რომ ბევრი შეცდომითაა გაცემული, პირველ რიგში პასუხი თავის თანამშრომლებს მოკითხონ. ხელისუფლებამ გასცა ეს, მე კი არ გამიცია და დახმარება ამ კაცს თავად კი არ დაუნიშნავს. კეთილი ინებეთ და სასწრაფოდ აღუდგინეთ დახმარება და პარალელურ რეჟიმში ამოწმეთ რამდენიც გინდათ. ვეკითხები ქალაქის მერს, ცენტრალურ ხელისუფლებას, ეს ადამიანი მშიერი რომ მოკვდეს არის თუ არა სახელმწიფოს სირცხვილი? სახელმწიფოს დანაშაული?,"-განაცხადა გოგი წულაიამ.


ნანახია: 699-ჯერ

მსგავსი სიახლეები
წლებია საწოლს არის მიჯაჭვული, დამოუკიდებლად ვერ გადაადგილდება. ამბობს, რომ საჭმელი არ აქვს და მეზობლების კეთილ ნებაზეა
მოხუცი გაუსაძლის პირობებში და ავარიულ სახლში ცხოვრობს.
დიანა ნიქაბაძე ამბობს, რომ დახმარება მისი შემოსავლის ერთადერთ წყაროს წარმოადგენდა. ქალბატონს არც პენსია აქვს. ნიქაბაძეს საპენსიო

ამინდი