Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში, ბალახვნის ასსაფეხურიანი კიბეების რეაბილიტაციაზე გამოცხადებული ტენდერი დასრულდა

თარიღი : 1-11-2019, 16:49 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში, ბალხვანში მდებარე 100 საფეხურიანი კიბის რეაბილიტაციისთვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენაზე ტენდერი გამოცხადდა, რომელიც 1-ელ ნოემბერს დასრულდა და შედგა. ინფორმაციას ამის შესახებ მერიის არქიტექტურის ააიპში ავრცელებენ.

ტენდერით გამოვლენილმა ყველაზე დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტმა, ყველა ეტაპის გავლისა და ხელშეკრულების დადების შემდეგ, 60 კალენდარულ დღეში უნდა შეასრულოს ტენდერით გათვალისწინებული ვალდებულება. ასსაფეხურიანი კიბის საპროექტო სამუშაოებისთვის ბიუჯეტიდან 30 000 ლარია გამოყოფილი.

"პროექტის მიხედვით, 100 კიბესთან შადრევანი და ველოსადგომები მოეწყობა ხოლო კიბის ტერიტორიაზე კი, უსადენო ინტერნეტი და მობილურის დასამუხტი ბატარეები განთავსდება,"-აცხადებენ ააიპში.


ნანახია: 262-ჯერ

მსგავსი სიახლეები
როგორც მერიის პრესსამსახურში აცხადებენ, ბალახვნის ასსაფეხურიანი კიბეების პროექტი საბოლოო სახეს მოსახლეობასთან და არასამთავრობო
სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის სახლების გადახურვის მიზნით საპროტექტო დოკუმენტაციის შესასყიდად ქალაქის მერიამ ტენდერი მესამედ

ამინდი