Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

საჩხერეში მუხრან მაჭავარიანის 90 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართება

თარიღი : 1-11-2019, 13:52 | კატეგორია: ახალი ამბები, ანონსი   
topnews.com.ge
საჩხერის მუნიციპალიტეტი 2 ნოემბერს სახალხო დღესასწაულს "მუხრანი 90"-ს აღნიშნავს. პოეტ-აკადემიკოს მუხრან მაჭავარიანის 90 წლისადმი მიძღვნილ საიუბილეო ღონისძიებებს ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები, პარლამენტარები, პოეტები, მწერლები, მსახიობები და საზოგადოებისათვის ცნობილი ადამიანები დაესწრებიან.

ღონისძიებების ფარგლებში სოფელ სავანეში საბავშვო ბაღების აღსაზრდელთა მონაწილეობით "შემოდგომის სურათები“ გაიმართება, სოფელ არგვეთში მუხრან მაჭავარიანის სახელობის პარკი გაიხსნება, ჩატარდება ლიტერატურული კონკურსების - "პოეტური მინიატურები“ და „საუკეთესო ლექსიკოგრაფიული ნაშრომის“ გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიალი, ასევე სოფელ არგვეთში მუხრან მაჭავარიანის სახლ-მუზეუმში არგვეთის საჯარო სკოლის მოსწავლეთა მონაწილეობით ლიტერატურული კომპოზიცია "აი ჩემი არგვეთი“ იქნება წარმოდგენილი.

გარდა ამისა, სახალხო დღესასწაულის ფარგლებში გაიმართება მსვლელობა "ჩემი სამშობლო მაღალია“ ფოლკლორული ქორეოგრაფიული ანსამბლებისა და დეკლამატორთა გამოსვლების მონაწილეობით. კულტურის ცენტრის საგამოფენო სივრცეში კი ძმებ ვართაგავების პერსონალური ფერწერული გამოფენა "მუხა კვლავაც შეიმოსება“ გაიხსნება.

მოგვიანებით, საჩხერის კულტურის ცენტრში მუხრან მაჭავარიანის დაბადების 90 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო - "სიტყვისმოქმედი ერისა“ გაიმართება.

დღის განმავლობაში საჩხერეში წარმოდგენილი იქნება რეწვის ოსტატების გამოფენები და საბავშვო ატრაქციონები.


ნანახია: 377-ჯერ

მსგავსი სიახლეები
მუხრან მაჭავარიანის გარდაცვალებიდან 5 წელი გავიდა.
ახალი ამბების სააგენტო Topnews.com.ge გთავაზობთ ღონისძიებების პროგრამას:
ღონისძიებებს კონცერტი და ფოიერვერკი დაასრულებს.
ღონისძიებები პოეტის მუხრან მაჭავარიანის შემოქმედებას მიეძღვნა. აქტივობები სოფელ არგვეთში მუხრან მაჭავარიანის სახლ– მუზეუმში და
ღონისძიებას კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე დაესწრება.

ამინდი