Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისელი მევიოლინე ანრი კეკელია ევროპის ერთ-ერთ პრესტიჟულ კოლეჯში ისწავლის

თარიღი : 1-11-2019, 11:47 | კატეგორია: ახალი ამბები, კულტურა   
topnews.com.ge
 ქუთაისის ზ. ფალიაშვილის სახელობის მე-2 სამუსიკო სკოლის კიდევ ერთი გამარჯვება. ტენერიფეს საერთაშორისო კონკურსზე მევიოლინე ანრი კეკელიამ პირველი საპრიზო ადგილი და ლაურიატის წოდება მიიღო. ამასთან, ის შვედეთის (სტოქჰოლმში) მუსიკალურ კოლეჯში დაფინანსებით ისწავლის.

„ასეთი წარმატებებით დავიწყეთ სკოლის 65 წლისთავის აღნიშვნა. ამერიკის შემდეგ ბულგარეთი და ახლა ტენერიფე. სკოლის წარმატებულმა მევიოლინეებმა ერთგვარ ტრადიციადაც კი დაამკვიდრეს გამარჯვება. ვიტალი კენჭაძის შემდეგ ჩვენი სკოლის კიდევ ერთი ნიჭიერი მოსწავლე გააგრძელებს სწავლას ევროპის ერთ-ერთ პრესტიჟულ კოლეჯში.
ვულოცავ ანრის, მის პედაგოგსა და სრულიად მე-2 სამუსიკო სკოლას ამ წარმატებას.

მადლობა მინდა გადავუხადო ასეთი თავდაუზოგავი შრომისათვის მის პედაგოგს- შორენა ზვიადაძეს, კ/მაისტერს თინათინ ენდელაძეს და ასევე ანრის მშობლებს თანადგომისათვის. წინ კიდევ მრავალი გამარჯვებაა,”-ამბობს ზ.ფალიაშვილის სახელობის მე-2 სამუსიკო სკოლის ხელმძღვანელი ნინო  დოღონაძე.


ნანახია: 2206-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისიდან 4 მოსწავლის გამგზავრება ააიპ ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანებამ უზრუნველყო.
აღნიშნული ვარსკვლავი სამუსიკო სკოლამ ჟანრობრივი მრავალფეროვნებისა და ნოვატორული ექსპერიმენტისათვის დაიმსახურა.
წარმატებული ქუთაისელი მევიოლინის, ვიტალი კენჭაძის ოჯახი დახმარებას ითხოვს.