Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

იმერეთში სოფლის მხარდაჭერის პროგრამა იწყება-რას ჰპირდებიან მოსახლეობას?

თარიღი : 5-03-2014, 18:26 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
იმერეთის გუბერნატორი ზაზა მეფარიშვილი, ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, იმერეთის ყველა მუნიციპალიტეტში მოსახლოებასთან შეხვედრებს იწყებს.

პროგრამის ფარგლებში მეფარიშვილმა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებელთან ერთად, დღეს, ფარცხანაყანების თემის მოსახლეობას შეხვდა.


,,ჩვენი სურვილია, მოსახლეობამ იცოდეს რა რაოდენობის თანხის განკარგვა შეუძლია სოფლის მხარდაჭერის პროგრამით და როგორ უნდა მიიღოს მისი სოფლისთვის და თემისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომლის შედეგიც, სასურველია, ყველა ოჯახმა იგრძნოს. უნდა იცოდეს ისიც, რომ აუცილებელია ამ თანხის კონტროლი, ჩართულობა მათი წარმომადგენლების მხრიდან, ვისაც სოფელი ნდობას უცხადებს. და კიდევ, არჩევანი გააკეთონ ისეთ პროექტებზე, რომელიც კონკრეტულ სოფელში ინფრასტრუქტურულად გრძელვადიან შედეგზეა ორიენტირებული. სწორად წარმართული ყველა ეს პროცესი ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმების მეტ პერსპექტივასაც გააჩენს, რაც რეგიონისთვის სოციალური სიკეთის მომტანია “– აცხადებს ზაზა მეფარიშვილი.

წელს იმერეთის რეგიონის 11 მუნიციპალიტეტისათვის სოფლის მხარდაჭერის პროგრამით 8 549 264 ლარია გათვალისწინებული. აქედან, 87 777 ლარი წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხანაყანების პროექტებზე დაიხარჯება.


ნანახია: 2185-ჯერ

მსგავსი სიახლეები
სოფლის კრებები ტყიბულის მუნიციპალიტეტში 7 მარტიდან 22 მარტის ჩათვლით გაიმართება.

ამინდი