ქუთაისის მერია: ცამციშვილმა ფინანსური ზარალი მოგვაყენა
თარიღი : 5-03-2014, 16:40 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი

ქუთაისის მერიის კულტურის სამსახურის ყოფილი უფროსის თეიმურაზ ცამციშვილის საქმის არსებითი განხილვა გრძელდება.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ბრალდების მხარის მოწმედ ქუთაისის მერიის თანამშრომელი იყო წარმოდგენილი, რომელმაც პროცესზე განაცხადა, რომ ცამციშვილის სამსახუროებრივი გულგრილობით ქუთაისის მერიას ფინანსური ზარალი მიადგა.
„დღევანდელ პროცესზე პროკურატურამ ბოლო მოწმე წარმოადგინა, რომელმაც განაცხადა, რომ თემურ ცამციშვილმა სამსახურეობრივი გულგრილობის გამო ქალაქის მერიას ფინანსური ზარალი მიაყენა. მომდევნო პროცესეზე წერილობით დოკუმენტაციას გამოვითხოვთ, ხოლო ამის შემდეგ დაცვის მხარის მოწმეების წარმოდგენას დავიწყებთ“– განაცხდა ადვოკატმა მალხაზ ველიჯანაშვილმა.
ცნობისთვის მოსამართლის გადაწყვეტილებით მომდევნო სასამართლო პროცესი 24 მარტს გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ თემურ ცამციშვილს ბრალად სამსახურებრივი უფლებამოსილების გამოყენებით თანხების გაფლანგვა ედება. საუბარია იმაზე, რომ ცამციშვილმა ქუთაისელ ხელოვანებს თბილისიდან ქუთაისამდე არსებული მანძილის დასაფარად იმაზე მეტი თანხა გამოუწერა, ვიდრე საჭირო იყო.