Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

რაში დახარჯავს ქუთაისის მერიის ბაგა-ბაღების გაერთიანება დამატებით მიღბულ 167 000 ლარს

თარიღი : 30-10-2019, 17:13 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის საკრებულოს სხდომაზე 2019 წლის ბიუჯეტში ცვლილებების საკითხი განიხილეს. მერიის საფინანსო პოლიტიკისა და სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის ხელმძღვანელის დავით ნიშნიანიძის თქმით, ცვლილება ძირითადად შეეხო ბაგა-ბაღების გაერთიანებას, რომლის ბიუჯეტი 167 000 ლარით გაიზარდა.

"აღნიშნული ცვლილება განპირობებული იყო იმ უსაფრთხოების წესებიდან გამომდინარე, რაც დღის წესრიგში დადგა ბაღებში. კერძოდ გათბობის ქვაბები, გაზის კომპანიის და სტანდარტების მოთხოვნის გათვალისწინებით, აუცილებლად გამოტანილი უნდა იქნას გარეთ. შესყიდული იქნა შესაბამისი პროექტი, რომლის დაფინანსება 167 000 ლარი ჯდება. ასევე, რამდენიმე კვირის წინ მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარების მიზნით, სარეზერვო ფონდი გაიზარდა 22 000 ლარით. ანუ, სოციალური საცხოვრისის მშენებლობის ასანაზღაურებელი თანხა, რომელიც ბიუჯეტში იყო დარჩენილი ( 214 000 ლარი ) გამოყენებული იქნა აღნიშნული პროექტების დაფინანსებისთვის,“- აცხადებს დავით ნიშნიანიძე.

კითხვაზე, თუ რატომ ვერ მოხერხდა აღნიშნული 214 000 ლარის გამოყენება, დავით ნიშნიანიძე გვპასუხობს, რომ აღნიშნული თანხის გადარიცხვაზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, რომელიც ჯერჯერობით არ დასრულებულა. მისივე ინფორმაციით, აღნიშნული თანხა წელს არ ანაზღაურდება.

ამასთან, დავით ნიშნიანიძე ამბობს, რომ სოციალურად დაუცველი ოჯახების სახურავების პროგრამიდან 86 000 ლარი, რომელიც ტენდერზე დარჩენილ ეკონომიას წარმოადგენს, გადატანილი იქნა სპორტულ-გამაჯანსაღებელი პროგრამის დაფინანსებაში. მისივე თქმით, აღნიშნული თანხიდან 50 000 ლარით ჭომაში არსებული სტადიონი (გასახდელების გაკეთება და შემოღობვა) დაფინანსდება, დარჩენილი 36 ათასი ლარით კი - ქალაქში არსებული სამი საბავშვო ატრაქციონი მოეწყობა.

დავით ნიშნიანიძის თქმით, 2020 წლის ბიუჯეტზე მუშაობა დაწყებულია. პრიორიტეტებად მომდევნო წლის ბიუჯეტში კვლავ ინფრასტრუქტურა და სოციალური პროგრამები რჩება. მისივე განმარტებით, ქალაქის მერი მოსახლეობას ყოველ კვირაში ხვდება და შესაბამისად, ის პროგრამები, რაც ბიუჯეტში იქნება გათვალისწინებული, მოსახლეობასთან შეხვედრების დროს აქტიურად განიხილება.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 301-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ცვლილებები მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში.
საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე, რომელიც 14 ნოემბერს გაიმართება, დეპუტატები საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე მანანა ბარბაქაძის

ამინდი