Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

31 ოქტომბერს შესაძლოა ქუთაის-გაენათის ეპარქიის ახალი მმართველის ვინაობა გახდეს ცნობილი

თარიღი : 30-10-2019, 12:41 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
31 ოქტომბერს, საქართველოს საპატრიარქოში საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის სხდომა გაიმართება. არსებული ინფორმაციით, სხდომაზე ერთ-ერთ საკითხად ქუთაის-გაენათის ეპარქიისათვის ახალი მმართველის არჩევის საკითხს განიხილავენ.

"სხდომის წესს და განრიგს ჩვენ, რიგით სასულიერო პირებს, რომლებიც სინოდის წევრები არ ვართ, რა თქმა უნდა არავინ გაგვაცნობს. ყველაფერი შეიძლება იყოს სინოდზე განხილული, რაც ეკლესიასთან არის დაკავშირებული. ამდენად, არაა გამორიცხული სხდომაზე ქუთაისს-გაენათის ეპარქიის მმართველის დადგინების საკითხიც  განიხილონ. თუმცა, კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ ჩვენ, სხდომის ოქმისა თუ საკითხების რიგითობის შესახებ, ინფორმაცია არ გვაქვს.

ჩვენს გვაქვს სურვილი, რომ მეუფე იოანე იყოს ქუთაისს-გაენათის ეპარქიის მმართველი. ღვთის წყალობით, რაც ის ჩვენს ეპარქიაში მოვიდა, აგრძელებს იმ მზრუნველობას, რასაც მეუფე კალისტრატე თავის სასულიერო პირების მიმართ იჩენდა და ეკლესიის მართვა-გამგეობაში ახორციელებდა. დანარჩენი, რა თქმა უნდა,  ღვთის ნებაა და შემდეგ სინოდის წევრების გადასაწყვეტი,"-აცხადებს Topnews.com.ge- სთან საუბარში ქუთაისის ქეთევან დედოფლის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი მამა მატათა ქარქაშაძე.
 
შეგახსენებთ, რომ მეუფე კალისტრატეს გარდაცვალების შემდეგ, ქუთაის-გაენათის ეპარქიის დროებით მმართველად, რუსთავის მიტროპოლიტი, იოანე გამრეკელი დაინიშნა. მიტროპოლიტი ეპარქიას მანამ უხელმძღვანელებს, ვიდრე წმინდა სინოდი ახალ მმართველს დაასახელებს.  
 
წმინდა სინოდის სხდომა ხვალ, 12:00 საათზეა ჩანიშნული.
 


ნანახია: 447-ჯერ

მსგავსი სიახლეები
საპატრიარქოში 11 ოქტომბერს წმინდა სინოდის მორიგ სხდომაზე 4 ეპისკოპოსს სასულიერო საქმიანობას ჩამოაშორებენ და პენსიაზე გაუშვებენ.

ამინდი