Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"მდინარე რიონში, რომელიც ასეთი უხვი იყო სხვადასხვა ჯიშის თევზებით, ამჟამად მხოლოდ რამდენიმე სახეობის თევზი დარჩა"

თარიღი : 30-10-2019, 10:03 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
31 ოქტომბერს შავი ზღვის დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ამ დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში (28ოქტომბერი-2 ნოემბერი) იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირმა „სპექტრი“ პედაგოგებისთვის შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე ნარჩენების მართვის თანამედროვე მეთოდების დანერგვასა და მოსახლეობის გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების გზებზე ისაუბრეს. როგორც იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირის “ სპექტრი“ გამგეობის თავმჯდომარე და აწსუ-ს ასოცირებული პროფესორი თამარ მოსეშვილი Topnews.com .ge-სთან საუბარში აცხადებს, ნარჩენების დახარისხებული შეგროვება ქვეყნის გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარებისთვის აუცილებელი პირობაა.

„ქუთაისის მერია იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირ „სპექტრთან“ ერთად ახორციელებს ევროკავშირის შავი ზღვის აუზის ქვეყნების პროგრამით დაფინანსებულ პროექტს- „მდინარეები ნარჩენების გარეშე-სუფთა შავი ზღვა“. ამ პროექტის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს მოსახლეობის ნებისმიერი ფენისათვის გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება, მდინარეებისა და წყლების სისუფთავის, ასევე ნარჩენების მართვის 3R პრინციპის შესახებ ინფორმაციის მიწოდება.

დღეს ჩვენ ვხვდებით იმ სკოლების პედაგოგებს, ვისთანაც ჩვენმა ორგანიზაციამ ქუთაისის მერიასთან ერთად, 5 აპრილს გააფორმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. აღნიშნული ითვალისწინებს, რომ ჩვენი პარტნიორი სკოლები ჩართული იქნებიან პროექტის ფარგლებში განხორციელებულ თითქმის ყველა ღონისძიებაში. თავის მხრივ, იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირმა „სპექტრი“ მოამზადა საგანმანათლებლო მთელი პაკეტი, როგორც ბეჭდური, ასევე ელექტრონული სახით. ეს არის სახელმძღვანელოები ნარჩენების მართვის 3R პრინციპებისა და მდინარეებისა და ზღვების დაბუნძურების შესახებ. მოვამზადეთ გასაფერადებლები უმცროსსკლასელებისთვის. ეს არის წიგნი, რომელიც ბავშვებს აუხსნის, რატომ არ უნდა დავაბინძუროთ გარემო და როგორ დავიცვათ მდინარეები და ზღვები დაბინძურებისაგან. ასევე მომზადდა სამი ვიდეო გაკვეთილი. ჩვენს პრაქტიკაში ეს პირველია, როდესაც ანიმაციის სახით წარმოვადგინეთ მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი პრობლემები,“- ამბობს თამარ მოსეშვილი.

თამარ მოსეშვილის თქმით, მდინარე რიონის წყლის რესურსების მდგომარეობაზე, რეჟიმსა და ხარისხზე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული დასავლეთ საქართველოს ეკოლოგიური მდგომარეობა და შავი ზღვის წყლის სისუფთავე. მდინარე, სამწუხაროდ, როგორც საკანალიზაციო და სანიაღვრე წყლებით, საყოფაცხოვრებო ნარჩენებით, ისე სასოფლო სავარგულებიდან ჩარეცხილი პესტიციდებისა და შხამ-ქიმიკატების შემცლელი წყლებით, ასევე აზოტისა და ფოსფორის ნაერთებით მნიშვნელოვნად ბინძურდება.

„ჩვენ დასუფთავების არაერთი აქცია ჩავატარეთ მდინარე რიონის სანაპიროს მიმართულებით. იცით, რომ რაჭიდან მოედინება მდინარე რიონი, მისი სიგრძე 327 კილომენტია. დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მდინარეა. მოსახლეობა კი მასში საკმაოდ დიდი რაოდენობით ყრის ნარჩენს. შესამისად, როგორც მყარი ნარჩენების, ისე საპოხ-საზეთი მასალებითა და საკანალიზაციო წყლებით ძალიან ბინძურდება. საკმაოდ სავალალო მდგომარეობა გვაქვს. როგორც მეცნიერები ამბობენ, მხოლოდ რამდენიმე სახეობის თევზი დარჩა რიონში, იმ მდინარეში, რომელიც ასეთი უხვი იყო სხვადასხვა ჯიშის თევზებით. ვცდილობთ მოსახლეობას მოვუწოდოთ არ დაანაგვიანონ და არ ჩაყარონ ნარჩენები მდინარე რიონში.

პროექტის „მდინარეები ნარჩენების გარეშე-სუფთა შავი ზღვა“ ფარგლებში, იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირი „სპექტრი“ სხვადასხვა ღონისძიებებს ახორციელებს.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 493-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისის მერია ახალი პროექტის განხორციელებას იწყებს.
აღნიშნული პროექტი ქუთაისში 2013 წლიდან ევროკავშირის "შავი ზღვის აუზის 2007–2013 წწ. პროგრამის" მხარდაჭერით ხორციელდება.
პროექტის მიზანია ნარჩენების გატანა მოსახლეობის ჯანმრთელობის შერყევის გარეშე
პროექტის მიზანს საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის გაუმჯობესების პროცესში მისი ჩართვა

ამინდი