Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

სამუშაოები, რომლებიც ვანის სოფლებში- საპრასიაში, ზეინდარსა და ფერეთაში ხორციელდება

თარიღი : 29-10-2019, 19:19 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ვანის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე გოგორიშვილმა და მერის პირველმა მოადგილემ გონერი მეფარიშვილმა საპრასიის, ზეინდრის და ფერეთას ადმინისტრაციულ ერთეულებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერეს.

ამაღლება-საპრასიის (ჭოკიანიდან საპრასიის ცენტრამდე) დამაკავშირებელი გზის 4,5 კმ მონაკვეთის ასფალტის საფარის დაგების სამუშაოები უკვე დასრულებულია და გვერდულების მოწყობა მიმდინარეობს.

შუაგორა-ზედაგორა-ცივწყაროს მომართულებით დათვალიერებული იქნა შიდა მუნიციპალური მნიშვნელობის საავტომობილო გზაზე ეზოებში შესასვლელების და მიერთებების მოწყობა ცემენტბეტონით.

ასევე გაეცნენ ფერეთას ადმინისტრაციულ ერთეულში ალფაიძეების უბანში შიდა მუნიციპალური მნიშვნელობის საავტომობილო გზის რეაბილიტაციის პროცესს.

სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანიები შპს „პალადა“ , შპს „ნიუ იბერია“ და შპს „ახალი გზა“ ახორციელებს.

აღნიშნული სამუშაოების განხორციელებისთვის მუნიციპალური განვითარების პროექტების ფონდიდან ჯამში 1 419 567 ლარი დაიხარჯება.


ნანახია: 366-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ამაღლება-საპრასიის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე (კოპიტნარის მიმართულებით) ორ კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია,
პროექტის მიმდინარეობის მესამე ეტაპზე ორ კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია განხორციელდა, რაზედაც რეგიონებში განსახორციელებელი
საპრსიაში მიმდინარე გზის გაწმენდითი სამუშაოები ვანის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე გოგორიშვილმა და მერის პირველმა მოადგილემ

ამინდი