Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

იმერეთის მხარეში 2019 – 2021 წლების გეგმის მიხედვით, 8 მუნიციპალიტეტის 56 სოფელში დამატებით 9 ათასამდე ოჯახის გაზიფიცირება უნდა მოხდეს

თარიღი : 29-10-2019, 19:13 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ და სახელმწიფო რწმუნებულმა იმერეთში ზვიად შალამბერიძემ, ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, სოფელ კლდეეთში, გაზიფიცირების სამუშაოები დაათვალიერეს.

მინისტრი და გუბერნატორი ადგილობრივ მოსახლეობასაც შეხვდნენ და გაზიფიცირების სამუშაოების მიმდინარეობაზე პირადად გაესაუბრნენ.

შეხვედრას ზესტაფონის მერი გიორგი გოგლიჩიძე, საკრებულოს თავმჯდომარე ვახტანგ ღამბაშიძე, გაზის ტრანსპორტირების კომპანიის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი მიხეილ შალამბერიძე და გაზიფიცირების სამსახურის უფროსი გიორგი კაპანაძეც ესწრებოდნენ.

სოფელ ტაბაკინსა და ზედა კლდეეთში გაზსადენის მშენებლობისთვის საჭირო სამუშაოებს, საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია აწარმოებს.

პროექტის მიხედვით ოთხი სოფლის - ზედა და ქვედა კლდეეთის, ტაბაკინის და თვრინის გაზიფიცირება იგეგმება. გაზიფიცირების სამუშაოების დასრულების შემდეგ 900 აბონენტი მიიღებს ბუნებრივ აირს.

მიმდინარე სამუშაოები 2020 წლის მარტის თვეში უნდა დასრულდეს. პროექტის ღირებულება 2 079 919 ლარია.

მთავრობის გადაწყვეტილებით,
გაზიფიცირების მასშტაბური პროგრამის ფარგლებში, იმერეთის მხარეში 2019 – 2021 წლების გეგმის მიხედვით, 8 მუნიციპალიტეტის 56 სოფელში დამატებით 9 ათასამდე ოჯახის გაზიფიცირება მოხდება.


ნანახია: 147-ჯერ

მსგავსი სიახლეები
სამუშაოების შესასრულებლად რეგიონული განვითარების ფონდიდან 323 671 ლარია გამოყოფილი.
ხონი ერთადერთი მუნიციპალიტეტია, სადაც ამ დრომდე ბუნებრივი აირი არ არის.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა მესხეთის მოსახლეობა ხელისუფლების უყურადღებობაზე საუბრობს. სოფელში აცხადებენ, რომ დაპირებულ

ამინდი