Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'წყალტუბო ჯანმთელობის და ტურიზმის დედაქალაქი გახდება',- მაჟორიტარი ბიძინა ივანიშვილის განცხადებას ეხმაურება

თარიღი : 29-10-2019, 14:22 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
„უპრეცენდენტო გადაწყვეტილება,“- ასე აფასებს წყალტუბოს მაჟორიტარი დეპუტატი ცოტნე ზურაბიანი ბიძინა ივანიშვილის იმ განცხადებას, სადაც „ქართული ოცნების“ თავმდჯომარემ აღნიშნა, რომ წყალტუბოში მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება.

მუნიციპალიტეტის მაჟორიტარის თქმით, აღნიშნული პროექტის განხორციელების შემდეგ წყალტუბო ჯანმრთელობის და ტურიზმის დედაქალაქი გახდება.

„უპრეცედენტო გადაწყვეტილება წყალტუბოს განვითარების ისტორიაში. 30 წელზე მეტია, პრაქტიკამ აჩვენა რომ, საერთაშორისო დონის კურორტი და რეგიონში, ყველაზე დიდი შესაძლებლობების მქონე თერმული ქალაქი, სტანდარტული მიდგომით ვერ განვითარდა.

ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება, არის ძლიერი შესაძლებლობა ჩვენი კურორტის სწრაფი განვითარებისა, ვიყოთ რეგიონის ჯანმრთელობის და ტურიზმის დედაქალაქი.ძალიან გახარებული ვარ და მინდა, მივულოცო, ჩვენი ქალქის მაცხოვრებლებს, ყველას, ვისთანაც მიმქონდა წლების განმავლობაში ბიძინა ივანიშვილის სიტყვა და საქმე, წყალტუბოს განვითარების შეუქცევადი პროცესი დაიწყო,“- განაცხადა ცოტნე ზურაბიანმა.

ბიძინა ივანიშვილმა განცხადება გააკეთა, სადაც აღნიშნა, რომ სათავეში ჩაუდგება წყალტუბოს აღორძინების პროექტს. გამოისყიდის 22 სასტუმროს, 9 აბანოს და მოახდინეს მის სრულ რეაბილიტაციას.


ნანახია: 276-ჯერ

მსგავსი სიახლეები
'ქართული ოცნების' წყალტუბოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ცოტნე ზურაბიანმა დღეიდან საარჩევნო კამპანია ოფიციალურად დაიწყო.
როგორც ჩაფიძე განმარტავს, კოალიცია „ქართული ოცნება" ბიძინა ივანიშვილის ჩამოყალიბებულია, მისი მეშვეობით მოვიდა აღნიშნული კოალიცია

ამინდი