Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში, მშენებარე კორპუსიდან გადმოვარდნილი მუშის მდგომარეობა კრიტიკულია

თარიღი : 29-10-2019, 10:30 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში, მშენებარე კორპუსიდან გადმოვარდნილი 29 წლის მუშის მდგომარეობა კრიტიკულია.

იმერეთის რეგიონული კლინიკური საავადმყოფოს მენეჯერის, ირაკლი გოგინავას თქმით, პაციენტს სხეულის მრავლობით მოტეხილობები და დაჟეჯილობები აღენიშნება.

"წვივი, ბარძაყი, მენჯი და ნეკნები გატეხილია. ელენთა და ღვიძლი დაზიანებულია. პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა,"- განაცხადა ირაკლი გოგინავამ.

ქუთაისში სამშენებლო ობიექტიდან მუშა გადმოვარდა. შემთხვევა ნიკეას ქუჩა მშენებარე ობიექტზე გუშინ მოხდა. ადგილზე დასაქმებული მეოთხე სართულიდან გადმოვარდა. დაშავებული აზერბაიჯანის მოქალაქეა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია, სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას.


ნანახია: 465-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟებს მუშა გარდაცვლილი დახვდა.
მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.
როგორც ტოპნიუსს გოგონს მკურნალმა ექიმმა კობა კიკნაველიძემ განუცხადა, პაციენტს მრავლობითი მოტეხილობა აღენიშნება, თუმცა

ამინდი