Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის ციხეში პატიმარი 26 დღეა შიმშილობს

თარიღი : 28-10-2019, 12:42 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის N2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმარი შიმშილობს. კობა ომანაძე სასჯელის უკიდურეს ზომას 26-ე დღეა მიმართავს. ომანაძეს გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების უკანონოდ შეძენა-შენახვას ედავება.

მსჯავრდებული თავს უდანაშაულოდ ცნობს და შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნებთან შეხვედრას ითხოვს. კობა ომანაძის თქმით, მას ნარკოტიკული საშუალება პოლიციის თანამშრომლებმა დაკავების დროს ჩაუდეს.

"მძიმეა კობა ომანაძის ჯანმრთელობის მდგომაროება. მას სხვადასხვა ქრონიკული დაავადება სჭირს, რის გამოც მისთვის შიმშილობა კატეგორიულად არ შეიძლება. მიუხედავად ამისა, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პროტესტის უკიდურესი ფორმის შეწყვეტას იმ დრომდე არ აპირებს, ვიდრე მისი მდგომარეობით შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნები არ დაინტერესდებიან და სიმართლე არ გაირკვევა,"- ამბობს კობა ომანაძის უფლებადამცველი ილია ჯანელიძე.


ნანახია: 485-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისის #2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ორი პატიმარი შიმშილობს.
როგორც სასჯელაღსრულების #2 დაწესებულებაში მყოფი ლაშა გურეშიძის ოჯახის წევრები აცხადებენ, ის დაკავების დღიდან თავს უდანაშაულოდ

ამინდი